სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:26 | 6.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო VS უელსი: გვინდა, კარი გავიჯახუნოთ...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარცევ ციკლში საკუთარ მოედანზე ბოლო შეხვედრას დღეს ჩაატარებს. მეტოქე უელსის ნაკრებია, რომელიც ევრო 2016-ის ნახევარფინალისტია და რომელსაც, ქულები ძალიან სჭირდება.

ქულები სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე თითქოს არაფერში წაადგება ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს, მაგრამ ძალიან სჭირდება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ვლადიმირ ვაისის ნაკრები შესარჩევში რვა ტურის თავზე მოუგებელია. მართალია, “ჯვაროსნების” თამაშის ხარისხი საკმაოდ კარგია და ამას ყველა, მათ შორის, ჩვენი მეტოქეებიც აღნიშნავენ, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია და ბოლოს ყველაფერს მაინც შედეგი განსაზღვარს.

უელსელთა მთავარი მწვრთნელი კრის კოულმენი ამბობს, რომ ერთი წლის წინ, კარდიფში, მისი გუნდი საქართველოსთან მარცხს გადაურჩა. და, ამაში მართლაც არის სიმართლის მარცვალი. ვისაც კარდიფული შეხვედრა ახსოვს, დაგვეთანხმება, რომ საქართველომ (მეტწილად მეორე ტაიმში) უმაღლესი დონის ფეხბურთი აჩვენა და რომ არა, ბევრი გაცუდებული საგოლე მომენტი უსათუოდ მოიპოვებდა სამ ქულას.

თუმცა, ეს წარსულია და მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა შეიცვალა შემადგენლობა. საუბარი, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე გვაქვს. მაგალითად, კარდიფში გოლის ავტორი თორნიკე ოქრიაშვილი დღეს მოედანზე არ იქნება. ისევე, როგორც ჯანო ანანიძე და ლევან მჭედლიძე. სამივე მათგანმა უელსში მოპოვებულ ქულაში დიდი წვლილი შეიტანა.

საინტერესოა, როგორი შემადგენლობით დაიწყებს საქართველოს ნაკრები უელსთან უკვე თბილისურ შეხვედრას. შევეცდებით, ჩვენეული სავარაუდო შემადგენლობა შემოგთავაზოთ და იქვე დავასაბუთოდ, თუ რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს:

მეკარე – ამ პოზიციაზე ბოლო დროს როგორც წესი არ გვიჭირდა და არც ახლაა ასე საქმე, მაგრამ... მაგრამ, სამი მეკარიდან ორი სათამაშო პრაქტიკის მწვავე დეფიციტს განიცდის. ერთადერთი, ვინც თამაშობს, ნუკრი რევიშვილია. თუმცა, ჩვენი აზრით, მისი სასტარტოში ხილვა ამჯერზე თითქმის გამოირცხულია. ვაისს არჩევანი გაკეთება გიორგი ლორიასა და გიორგი მაკარიძეს შორის მოუწევს. ამ უკანასკნელმა ითამაშა ბოლო სანაკრებო მატჩები, მაგრამ მაშინ ლორია ტრავმირებული იყო. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ კარის დაცვა “ანჟის” კიპერს დაევალება.

დაცვა – დაცვის ხაზში ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ვაისმაც მიანიშნა ამაზე, როცა თქვა, რომ ახლა მას ძირითადი კონტიგენტი შერჩეული ჰყავს და ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს. მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძე გაირჯება, რომელსაც ტარაგონას “ხიმნასტიკში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. საპირისპირო ფლანგზე კი – გიორგი ნავალოვსკი იქნება. არც ის განიცდის ცუდ დროებას: “სკა ენერგიაში” სასტარტოს წევრია. დაცვის ცენტრშიც ფორმაში მყოფი ფეხბურთელები გვყავს – გურამ კაშია და სოლომონ კვირკველია.

ნახევარდაცვა – დღეს ძირითად შემადგენლობაში სამ ნახევარმცველს ველოდებით. ამის თქმის საფუძველს კი, ჯანო ანანიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის ერთობლივი დანაკლისი გვაძლევს. ჯანოს არყოფნით, წესით ვაისმა ბურთის კონტროლზე გათვლა სწორედ რომბისებრი ნახევარდაცვით უნდა სცადოს. თუმცა, მცველებისგან განსხვავებით, საყრდენ ზონაში მყოფი ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკის მწვავე დეფიციტს განიცდიან. ეჭვგარეშეა, რომ პირველივე წუთიდან იქნება მოედანზე ვაკო გვილია, რომელიც “ბატეში” არ თამაშობს, მაგრამ სლოვაკი მას გამუდმებით ენდობა და ვაკოც შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უმართლებს. გვილიას გევრდით იქნება კაპიტანი ჯაბა კანკავა. მართალია, აქამდე უკლუბოდაა, მაგრამ ვაისი კანკავას ყოველთვის ენდობოდა, როცა ტრავმა არ ჰქონდა. ახლაც ასეა: რთული წარმოსადგენია, მიუხედავად უკლუბობისა, ჯაბა სათადარიგო სკამზე ვიხილოთ. ანანიძის არყოფნაში კი, ერთგვარი “ტრეკვარსტისტას” როლი ნიკა კვეკვესკირის მხრებზე გადაივლის. მას ბოლო დროს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ახლა კარგადაა. “ტობოლის” ნახევარმცველმა ბოლო მატჩები მუდმივად ძირითად შემადგენლობაში გაატარა საქართველოს ნაკრებში და დაამტკიცა, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლება.

შეტევა – შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში გიორგი ქვილითაია უალტერნატივოა. ლევან მჭედლიძე და ნიკა კაჭარავა ტრავმირებულები არიან, ხოლო “რაპიდის” ფორვარდი ასეთ ფონზე ცენტრფორვარდის პოზიციაზე უკონკურენტოა. ძირითად შემადგენლობაში იქნება ვაკო ყაზაიშვილიც – “სან ხოსეს” ჩვენებური მშვენივრად მოერგო და გოლებსაც იტანს. გარდა ამისა, ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ოქრიშვილისა და ანანიძის არყოფნაში კი, დიდი შანსია, ლიდერის ფუნქციების შეთავსება მოუწიოს. მარჯვენა ფლანგზე ვაისს ორ ფეხბურთელს შორის უნდა მოუწიოს არჩევანის გაკეთება: გიორგი მერებაშვილი და ჯაბა ჯიღაური. “მერება” პოლონეთის ჩემპიონატში მშვენივრად ირჯება და კარგ ფორმაშია, მაგრამ ჯიღაური ვაისის “საყვარელი” ფეხბურთელების კატეგორიაში გადის. “ვარდარის” ნახევარმცველი ხშირად იყო ბოლო დროს სასტარტოში და მწვრთნელს ნდობა ხშირად გაუმართლა. ასე, რომ დღესაც ჯიღაურის შანსი უფრო ფასობს.

შესაბამისად, მივიღეთ შემდეგი სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; გვილია, კანკავა, კვეკვესკირი; ჯიღაური, ქვილითაია, ყაზაიშვილი.

ლაზარეთი

აბა ისე როგორ იქნებოდა, რომ საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩის წინ წამყვანი მოთამაშები არ აკლდეს. საუბედუროდ, ახლაც ასეა: ვლადიმირ ვაისმა მუნდიალის შესარჩევი ციკლის დასკვნითი ორი თამაშის წინ დიდი ძალა მოისაკლისა: ლევან მჭედლიძე, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი.

მეტოქის გასახდელი

უელსის ნაკრები თბილისის დიდი დანაკლისით ეწვია. არა რაოდენობრივად, არამედ ხარისხის თვალსაზრისით. გარეთ ბეილი ტრავმის გამო “დინამო არენაზე” ვერ ითამაშებს. თუმცა, როგორც კრის კოულმენმა აღნიშნა, უელსის ნაკრები შეგუებულია და იცის, როგორ ითამაშოს წამყვანი ფეხბურთელების გარეშე. ვნახოთ, რა გამოუვათ მადრიდის “რეალის” ვარსკვლავის გარეშე. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდთა ერთი წლის წინანდელ მატჩში გოლი სწორედ ბეილმა გაიტანა. სხვა მხრივ, კოულმენის ხელთ საბრძოლო შემადგენლობაა.

უელსის ნაკრებს შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო თასზეც ითამაშოს. მართალია, სერბეთის ნაკრებს 4 ქულით ჩამორჩება და დიდი ალბათობით, პირველი ადგილისკენ ვეღარ გაიწევს, მაგრამ პლეი-ოფში მოხვედრის რეალური შანსი გააჩნია: ირლანდიას ერთი ქულით სჯაბნის. სხვათა შორის, უელსი ჩვენთან დაპირისპირების შემდეგ სწორედ უშუალო კონკურენტს დაუხვდება კარდიფში. აქვე, აღვნიშნოთ, რომ კოულმენის გუნდი შესარჩევ ციკლში ჯერაც დაუმარცხებელია.

უელსის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (3-4-2-1): ჰენესი; ჩესტერი, უილიამსი, დევისი; განტერი, ალენი, ლედლი, ტეილორი; რემზი, ედვარდსი; ვოუკსი

ტკბილი წარსული

თუ ირლანდიის ნაკრებთან საშინელი სტატისტიკა გვაქვს, ყველა წაგება ერთი ფრის პირისპირ, უელსის ნაკრებთან ყველაფერი პირიქითაა: ოთხი თამაში, სამი მოგება, 1 ფრე, 9 გატანილი გოლი და ორი გაშვებული. მათ შორის, პირველი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მატჩად მიიჩნევა “ჯვაროსნების” ისტორიაში – ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 1994 წლის 16 ნოემბერს, საქართველომ უელსს 5:0 გადაურბინა თემურ ქეცბაიას დუბლით, გიორგი ქინქლაძის, შოთა არველაძისა და გოჩა გოგრიჭიანის გოლებით. სხვათა შორის, მაშინ “დინამო არენაზე” უელსელთა დღევანდელმა თავკაცმა კრის კოულმენმაც ითამაშა და როგორც მან აღნიშნა, ეს მატჩი მის სანაკრებო კარიერაში ყველაზე ცუდად აგონდება.

მერე იყო იმავე შესარჩევი ეტაპის საპასუხო თამაში 1995 წლის 7 ივნისს, კარდიფში – გამარჯვება ისევ ჩვენ დაგვრჩა, თუმცა ამჯერად მოკრძალებული ანგარიშით – 1:0. გადამწყვეტი გოლი გიორგი ქინქლაძემ 73-ე წუთზე გაიტანა.

საქართველოსა და უელსის ნაკრებთა დაპირისპირება 2008 წლის 20 აგვისტოს განახლდა. ამხანაგური მატჩი, რომელსაც სუონსიმ უმასპინძლა, ქართველთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1. თუმცა, თავიდან მასპინძლები იგებდნენ ჯეისონ კუმასის სწრაფი გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში, ჯერ ლევან ყენიამ გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბოლო წუთზე ბექა გოცირიძემ გამარჯვების ბურთი შეაგდო. სხვათა შორის, იმ დღეს უელსის რიგებში ითამაშა დღევანდელი ნაკრების კაპიტანმა ეშლი უილიამსმა ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობიდან მაშინ მოედანზე გიორგი ლორია და უჩა ლობჟანიძე იყვნენ.

ბოლო დაპირისპირების შესახებაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა: გარეთ ბეილმა პირველ ტაიმში თავური დარტყმით დააწინაურა მასპინძლები, ხოლო მეორე ნახევარში ასევე თავურით თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა. ბედის ირონიით, დღეს მოედანზე არცერთი მათგანი არ იქნება.

ბოლო 10 თამაში

საქართველოს ნაკრებს უკანასკნელ 10 შეხვედრა თუ გადავხედავთ, კატასტროფული სიტუაცია სულაც არ დაგვხვდება: 2 მოგება (ორივე ამხანაგურ მატჩში), 6 ფრე და 2 წაგება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მოგება ლატვიასთან და სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან მოახერხა, ხოლო იორდანიასთან და სერბეთთან დამარცხდა. რაც შეეხება 6 ფრეს (მათ შორის, ბოლო სამი ზედიზედ): უელსი, მოლდოვა, უზბეკეთი, მოლდოვა, ირლანდია და ავსტრია.

უელსის ნაკრები 2017 წელს დაუმარცხებელია. კოულმენის ბიჭები ბოლოს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, პორტუგალიასთან დამარცხდნენ. იქედან მოყოლებული უელსმა რვა თამაში ჩაატარა, სამი მოიგო და 5 ფრე ითამაშა. საინტერესოა, რომ უელსის ნაკრებს ხსენებულ პერიოდში ამხანაგური თამაში არ ჩაუტარებია და ნუსხაში მხოლოდ შესარჩევი ციკლის შეხვედრებია შეტანილი.

კარის გაჯახუნება

საქართველოს ნაკრებს კარის გაჯახუნება სჩვევია. გნებავთ, ამას მეტოქის გამწარება დაარქვით, მაგრამ, ასეა. ვნახოთ გაგრძელდება თუ არა, უელსის ნაკრებთან არნახულად მოსაწონი დადებითი ბალანსი და შეძლებს თუ არა, საქართველო უელსისთვის თავი ატკივებას. შესაძლოა, კოულმენის გუნდი პლეი-ოფში თბილისში მარცხის შემთხვევაშიც აღმოჩნდეს, მაგრამ ფაქტია, თუ ქულებს დავაკარგვინებთ, ირლანდიასთან მხოლოდ მოსაგებად მოუწევთ მინდორზე გასვლა.

ესეც რომ არ იყოს, საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება ოფიციალური თამაშის მოგება, რომელსაც უკვე დანატრებულია. წინაპირობა იმისა, რომ იმედი მაინც გვქონდეს ნამდვილადაა - უელსის ნაკრებისთვის საქართველო უხერხული მეტოქეა...

ვლადიმირ ვაისისა და კრის კოულმენის პრესკონფერენცია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.144779
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X