ფეხბურთი

12:40 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ვიცი, ბევრი გამაკრიტიკებს”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “პარი სენ ჟერმენთან” მარცხის (0:3) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი წაგების მიუხედავად არ ფიქრობს, რომ სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას შეცდა.

“დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, თუ რა შემადგენლობით დავიწყებდით მატჩს. ვიცი, რომ ბევრი გააკრიტიკებს ჩემს გადაწყვეტილებას, თუმცა არ მგონია, რომ ეს შეცდომა იყო.

ჩვენ ვერ შევძელით გავმკლავებოდით პარიზული კლუბის კონტრშეტევებს. პირველი ნახევარში ბურთს კარგად ვფლობდით, რამდენიმე მომენტიც გვქონდა, თუმცა დასახული მიზნის შესრულება ვერ მოვახერხეთ”, - განაცხადა ანჩელოტიმ.

ყველაზე დიდი გამოხმაურება, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, არიენ რობენის მინდორზე მხოლოდ 69-ე წუთზე გამოყვანამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდებმა 2-2 მატჩი ჩაატარეს და ამ დროისათვის B ჯგუფს 6 ქულით პსჟ ლიდერობს. 3-3 ქულა აქვთ “რეკორდმაისტერსა” და “სელტიკს”, ხოლო “ანდერლეხტს” - 0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124815