სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:37 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

20 ლეგენდა ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი საფეხბურთო კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს. როდესაც იტალიელ მეკარეს ვახსენებთ, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარეთა შორის წარმოგვესახება მისი ადგილი, იქვე, ისიც გვახსენდება, ჩემპიონთა ლიგა ჯერაც რომ არ მოუგია.

ჯიჯი სანუკვარ თასთან ყველაზე ახლოს სამჯერ იყო, მაგრამ სამჯერვე ფინალში დამარცხდა. და მაინც, ბუფონი არაა ერთადერთი სუპერვარსკვლავი, რომელსაც ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე ფასეული ჯილდო არ მოუგია. ასეთები მრავალად არიან და მათ შორის, ერთ-ერთი გენიალური, ფენომენი რონალდოა – სხვათა შორის ბრაზილიელს დღეს 41 წელი შეუსრულდა.

ჩვენ კი, წარმოგიდგენთ გამორჩეულ 20 ფეხბურთელს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგიათ:

მეკარეები

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – მსოფლიოს ჩემპიონი 2006 წელს. ჩემპიონთა ლიგის სამი წაგებული ფინალი (2003, 2015 და 2017).

ლევ იაშინი (საბჭოთა კავშირი) – ევროპის 1956 წლის ჩემპიონი, ოქროს ბურთის მფლობელი (1963).

დინო ძოფი (იტალია) – ევროპის 1968 და მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგის ორი წაგებული ფინალი (1973, 1983).

მცველები

ჯუზეპე ბერგომი (იტალია) – “ინტერის” ლეგენდარული უკანახაზელი და მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი.

ანდრეას ბრემე (გერმანია) – მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონი და იმავე ფინალში გადამწყვეტი გოლის ავტორი.

ფაბიო კანავარო (იტალია) – მსოფლიოს ჩემპიონი 2006 წელს და იმავე წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი – ოქროს ბურთი.

კლაუდიო ჯენტილე (იტალია) – კიდევ ერთი იტალიელი მცველი და კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი (1982 წელს). ჯენტილემ 1983 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია, მაგრამ “ჰამბურგთან” წააგო.

ლილიან ტურამი (საფრანგეთი) – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. გენიალური ფრანგი ფეხბურთელი. 2003 წელს ტურამმა “იუვენტუსთან” ერთად ფინალში განიცადა მარცხი.

ნახევარმცველები

პაულო რობერტო ფალკაო (ბრაზილია) – ბრაზილიელი ფეხბურთელი საოცნებო ტიტულთან 1984 წელს ახლოს იყო, თუმცა რომში, “ლივერპულმა” “რომა” დაამარცხა და ფალკაოც ტიტულის გარეშე დარჩა.

ლოთარ მათეუსი (გერმანია) – ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი, 1990 წლის ოქროს ბურთის მფლობელი. ლოთარმა 1987 და 1999 წლებში “ბაიერნთან” ერთად ორჯერ წააგო ფინალური შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე.

პაველ ნედვედი (ჩეხეთი) – 2003 წლის ოქროს ბურთის მფლობელი. “მფრინავი ჩეხი” ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა. 2003 წელს, როდესაც ნედვედი მართლაც საოცარ ფორმაში იყო, “იუვენტუსმა” ფინალში წააგო. მაგრამ, პაველმა გადამწყვეტი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა...

პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი) – კიდევ ერთი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გენიალური საფრანგეთის ნაკრების რიგებში. უცნაურია, მაგრამ ვიეირა საკლუბო მწვერვალთა ახლოს არც არასდროს ყოფილა.

თავდამსხმელები

რობერტო ბაჯო (იტალია) – ბევრის აზრით, იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. 1993 წლის ოქროს ბურთის მფლობელს ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშე მოუწია დიდებული კარიერის დასრულება.

დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა) – რაც უნდა პარადოქსი იყოს, ფეხბურთის უგვირგვინო მეფეც მათ შორისაა, ვისაც კარიერის უდიდესი ნაწილი ევროპაში აქვს გატარებული, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო.

ფრანჩესკო ტოტი (იტალია) – მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონიც ჩვენი დღევანდელი წერილის ერთ-ერთი ნაწილია. ტოტიმ მთელი კარიერა მშობლიურ “რომას” შეალია. “ჯალოროსი” კი, ჩემპიონთა ლიგისთვის მებრძოლ გუნდთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნებოდა...

გაბრიელ ომარ ბატისტუტა (არგენტინა) – 90-იანი წლების გამორჩეული ფორვარდი არამარტო არგეტინაში, არამედ მსოფლიოში. “ბატი გოლიც” ფეხბურთიდან საკლუბო ევერესტის დაპყრობის გარეშე წავიდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – ჩვენი დღევანდელი 20-ეულის ერთ-ერთი წევრი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელიც ჯიჯი ბუფონთან ერთად ერთადერთია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს. ისე, უცნაურია, მაგრამ საინტერესო დამთხვევასაც გეტყვით: 2009 წელს შვედმა “ინტერი” დატოვა და იტალიელებმა პირველივე სეზონში მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, ხოლო 2010 წელს, “ბარსელონადან” აიბარგა და კატალონელებმა უკვე 2011 წელს იჩემპიონეს...

რომარიო (ბრაზილია) – მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი და ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა. რომარიო ჩემპიონთა ლიგასთან ყველაზე ახლოს 1994 წელს იყო, მაგრამ გზად “მილანი” გადაეღობა.

რონალდო (ბრაზილია) – ფენომენი – რონალდოს დასახასიათებლად სხვა სიტყვის გამოყენება საჭირო არაა. ბრაზილიელს ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. ისე, საინტერესოა, რომ 2006-2007 წლების სეზონში, როდესაც ლიგა “მილანმა” მოიგო, “კიჭა” სწორედ “როსონერის” წვერი იყო, მაგრამ ვინაიდან სეზონის პირველ ნახევარში იგი “რეალში” ირჯებოდა, ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლის გარეშე დარჩა.

რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია) – ჰოლანდიელი ბომბდამშენი, რომელმაც “მანჩესტერსა” და “რეალში” წლები დაჰყო, თუმცა მიუხედავად ორ გრანდში ხანგრძლივი თამაშისა, ჩემპიონთა ლიგის მოგება კი არა, ფინალშიც არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.107538
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X