სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:05 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც მოედანზე ერთი ბურთი საკმარისი არაა...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” სეზონის ტარტზე შეუჩერებელია და ყველა მატჩი მოიგო, მაგრამ კლუბში მთლად ჯანსაღი მდგომარეობა არაა. საქმე ისაა, რომ ედინსონ კავანი და ნეიმარი ბურთს ვერ იყოფენ. უფრო თუ დავკონკრეტდებით, თერთმეტმეტრიანის შესრულებას ვერ იყოფენ.

ასეთი რამ ბევრგან მომხდარა და ერთი შეხედვით ამაში უცნაური არც არაფერია, მაგრამ პარიზელებისთვის საგანგაშო ის უნდა იყოს, რომ ამან უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. პირველად “სენტ ეტიენთან” შეხვედრის დროს სურდა ბრაზილიელს პენალტის დარტყმა, მაგრამ “ელ მატადორმა” არ დაანება, ზუსტად იგივე ფაქტი განმეორდა ბოლო ტურში “ლიონთან" მატჩში. საინტერესოა, ამ ჯერზე ურუგვაელმა შანსი ვერ გამოიყენა.

ბუნებრივია, ფრანგულ მედიას მეტი რა უნდოდა და უმალ გუნდში განხეთქილებაზე დაიწყეს საუბარი. ამის ფონზე, კავანიმ ყველაფერი უარყო და მარტივად მოჭრა:

“ასეთი რამ მოედანზე ხდება. ჩემსა და ნეიმარს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს”, - განმარტავს ედინსონი.

ნეიმარი კი, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. სამაგიეროდ, ისაუბრა დანი ალვეშმა. სხვათა შორის, ვეტერანი მცველიც მთავარ როლშია. საქმე ისაა, რომ იმავე “ლიონთან” მატჩში იყო მომენტი, როცა “ოლიმპიკის” კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა და იქ ამბები დატრიალდა, მტრისას...

ერთი ჯარიმა, ერთი ბურთი და დარტყმის სამი მსურველი. დანიმ კავანის ბურთი წაართვა, ჯერ თავად დააპირა დარტყმა, მერე უახლოეს მეგობარ ნეიმარს მიაწოდა და კავანის სახეზე რომ შეგეხედათ, კარგს ნამდვილად ვერაფერს ამოიკითხავდით. ალვეშმა მომხდარი საინტერესოდ განმარტა:

“ჯარიმის დარტყმა მე მსურდა. თუმცა, ეს ყველაზე უმნიშვნელოა. მთავარია, რომ გუნდმა მოიგოს”, - ამბობს დანი. და მაინც, ის, რაც ზემოთ ვისაუბრეთ არ გავს ალვეშის სიტყვებს და არ მიანიშნებს იმაზე, რომ მთავარი გუნდის გამარჯვებაა. გუნდურობა ნამდვილად სხვა რამეა და არა ის, რაც ახლა პსჟ-ს თავს ხდება.

როგორც წესი, როდესაც მოედანზე ფეხბურთელები ბურთს ვერ იყოფენ და კონკრეტულ სიტუაციებს ვერ აგვარებენ, საქმეში მთავარი მწვრთნელი ერევა, მაგრამ უნაი ემერი არ ფიქრობს, რომ ეს საჭიროა. ესპანელის განცხადებით, ნეიმარი და კავანი თავად უნდა გაერკვნენ ვინ დაარტყამს მაგალითად პენალტს. თუმცა, იქვე დასძენს, რომ თუ ეს უახლოეს ხანებში არ მოხდა, შემდეგ საქმეში თავად ჩაერევა. ისე, უნაისთვის უმჯობესი იქნება, საჭიროება მალე დაინახოს, მანამ, სანამ სადავეები მთლიანად გაექცევა ხელიდან...

ფაქტია, რომ 222 მილიონად შეძენილი ნეიმარი ამ დროისთვის ვერ ახერხებს პარიზში ბოსის როლში დამკვიდრებას და ურუგვაელი ამაში ყველანაირად ხელს უშლის. ასეთი სიტუაცია კი ადრე თუ გვიან განშორებით სრულდება. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ვისზე გააკეთებს “პარი სენ ჟერმენი” არჩევანს. იქამდე კი, “პარკ დე პრენსის” ბინადრებს ერთი ბურთი არ ჰყოფნით...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113187
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X