ძიუდო

17:20 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სლოვენიაში 14 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

15-17 სექტემბერს სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება ძიუდოში.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 14 ძიუდოისტით იასპარეზებს როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის.

ევროპის ჩემპიონატზე 15-16 სექტემბერს სპორტსმენები მედლებისთის ინდივიდუალურ პროგრამაში იბრძოლებენ, 17 სექტემბერს კი გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ბიჭები

-55კგ - ჯაბა პაპინაშილი, ვანო ნინიაშვილი,
-60კგ - რობინზონ ბეგლარაშვილი,
-66კგ - შალვა გაზაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი,
-73კგ - ტატო გრიგალაშვილი,
-81კგ - ლუკა მაისურაძე,
-90კგ - ნიკა სიდამონიძე,
+100კგ - გელა ზაალიშვილი, ამირან წიქორიძე.

გოგონები

-52კგ - ნატალია ყიფშიძე
-57კგ - მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი,
-63კგ - სალომე მჭედლიშვილი.

პროგრამა


15 სექტემბერი: -55კგ, -60კგ, -66კგ, -73კგ, -44კგ, -48კგ, -52კგ, -57კგ.
16 სექტემბერი: -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ, -63კგ, -70კგ, -78კგ, +78კგ.
შეჯიბრის დასაწყისი 12:00, ფინალური ბლოკი 18:30.

17 სექტემბერი - გუნდური შეჯიბრი.
დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 17:30.

სამინისტროს პრესსამსახური

0.117365