თბილისის “დინამო” საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. ძალიან გაუჭირდა კახა კაჭარავას გუნდს. რუსთავში “ფოლადზე” მასპინძლებთან რთული თამაში ჰქონდა. ძირითადი და დამატებითი დროც უგოლოდ დასრულდა (0:0).
პენალტების სერიაში კი დინამოელებმა სამი გაიტანეს, ნუკრი რევიშვილმა კი სამივე დარტყმა მოიგერია და 3:0. დანარჩენ ორ-ორ დარტყმამდე საქმე აღარ მისულა... რევიშვილმა მაინც გამოაჩინა თავისი კლასი.
ძალიან დასუსტდა “დინამოს” შემადგენლობა. რუსთაველებს კი მართლაც კარგი გუნდი ჰყავთ და იბრძვიან კიდეც ეროვნული ლიგა1-ის საგზურისთვის.
დღესვე, საჩხერის “ჩიხურამ” 3:0 მოუგო გორის “დილას”. გუშინ მეოთხედფინალის ორი მატჩი გაიმართა. მესამელიგელმა ხონის “იმერეთმა” თბილისის “ნორჩი დინამო” დაამარცხა (2:2, პენ – 4:2), ხოლო ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “შევარდენს” აჯობა – 2:1.
“დინამო” და სამი იმერული კლუბი – ესენი იბრძოლებენ თასისთვის.