ფეხბურთი

1:55 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ჩაქუჩებმა” წარუმატებელი სვლა შეწყვიტეს

პრემიერლიგის მეოთხე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ოლიმპიკ სთედიუმზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ვესტ ჰემი” “ჰადერსფილდს” დაუხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

მთავარი მოვლენები თამაშის ბოლოს განვითარდა. ანგარიში 72-ე წუთზე ობიანგმა გახსნა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ზანკას მოხვდა და ლოსლის კარში ჩაეშვა. ხუთ წუთში კი თავის გამოჩენა ანდრე აიუმ მოახერხა, რომელმაც მოწოდებული კუთხურის შემდეგ შექმნილი არეულობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო – 2:0.

“ვესტ ჰემმა” მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა, ხოლო “ჰადერსფილდს” 7 ქულას აქვს და პირველი მარცხი განიცადა. აღსანიშნავია, რომ წინა სამ მატჩში დევიდ ვაგნერის გუნდს გოლიც არ ჰქონდა გაშვებული.

ვესტ ჰემი – ჰადერსფილდი 2:0 (0:0)

ლონდონი, “ოლიმპიკ სთედიუმი”

ვესტ ჰემი (3-4-3): ჰარტი, რიდი, კოლინსი, ფონტე, კუაიტე, ობიანგი (რაისი 93), ზაბალეტა, კრესველი, ანტონიო, ჩიჩირიტო (ა.აიუ 64), ე.კეროლი (სახო 82).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

ჰადერსფილდი (4-2-3-1): ლოსლი, შინდლერი, ზანკა, ტ.სმიტი, ლოუ (მელონი 63), ბილინგი (დეპოიტრე 83), მუი, ინსი, ვან ლა პარა, კაჩუნგა (საბირი 75), მუნიე.
მწვრთნელი: დევიდ ვაგნერი

გოლები: 1:0 ობიანგი (72), 2:0 ა.აიუ (77)
გაფრთხილებები: ზაბალეტა – ზანკა, ბილინგი
მსაჯი: კევინ ფრენდი

0.110469