ფეხბურთი

2:20 | 21.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: მილანელებმა ვარჯიშით დაიწყეს (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს პირველი ტური ფავორიტების გამოდგა – “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” გამარჯვებებს, ასევე სამი ქულით უპასუხეს “რომამ”, “მილანმა” და “ინტერმა”.

“მილანი” მართლაც ჩინებულ ფორმაშია – გუნდმა უკვე 4 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ყველა დამაჯერებლად მოიგო. მართალია, “როსონერის” ძლიერი მეტოქე ჯერ არ ჰყოლია და მათ შორის, არც “კროტონე” წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ეს ვინჩენო მონტელას გუნდის მონაგარს არ აკნინებს. “ეციო შიდაზე” თამაშის ბედი მალევე გადაწყდა: ჩეკერინიმ პატრიკ კუტრონე საჯარიმოში წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, ხოლო ფეხბურთელი გააფრთხილა. და მაინც, საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერთო და “კროტონეს” მცველმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მესამე წუთზე მიიღო – ნათელი გახდა, რომ დავიდე ნიკოლას გუნდი განწირული გახლდათ. ფრანკ კესიემ პენალტი ზუსტად დაარტყა, ხოლო შემდეგ კუტრონემ თავად გაიტანა სუსოს პასით. ესპანელმა 24-ე წუთზე უკვე თვითონ გაიტანა და – 0:3. დარჩენილი დრო კი, ბურთის აქეთ-იქეთ გორაობაში გაატარეს გუნდებმა. ყველაზე აქტიური მაინც ანდრე სილვა იყო და ბუნებრივიცაა: პორტუგალიელს მონტელა ჯერჯერობით არ ენდობა და დღესაც შეცვლაზე ათამაშა. სილვამ რამდენჯერმე სცადა გატანა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, “მილანმა” ჩინებული სტარტი აიღო. სხვათა შორის, “როსონერის” ბურთის ფლობა 80% ჰქონდა და ეს ამ გუნდის საუკეთესო შედეგია 2004-2005 წლების სეზონის შემდეგ

კარგი იყო პირველ ტურში “ინტერიც” – ლუჩანო სპალეტის გუნდმაც თანაქალაქელისა არ იყოს, თამაშის ბედი მალევე გადაწყვიტა: მაურო იკარდიმ მე-18 წუთისთვის დუბლი შეასრულა და ფაქტი იყო, საგრძნობლად შესუსტებულ “ფიორენტინას” თამაშის გადარჩენის შანსი არ ექნებოდა. მეორე ტაიმში “ინტერნაციონალემ” მესამეც შეაგდო – ჟოაო მარიოს კარგი გადაცემა ივან პერიშიჩმა დაუფასა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მოიგო “რომამაც”, თუმცა “მგლები” მაინც და მაინც დამაჯერებელნი არ ყოფილან – ბერგამოში, “ატალანტა” სჯობნიდა კიდეც მეტოქეს და დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო მეტად რომ ევარგათ მასპინძლებს არ წააგებდნენ. მატჩის ბედი კი ალექსანდრ კოლაროვიც ფანტასტიკურმა საჯარიმომ გადაწყვიტა – სერბმა ეშმაკურად დაბალი დაარტყა და ჰაერში აწეულ კედელს ბურთი მიწაზე გაუგორა – მართლაც ლამაზი გოლი გამოვიდა, რომელმაც “რომას” პირველი სამი ქულა მოუტანა. მეორე ტურში “რომა” “ინტერს” ხვდება და ალბათ ამ შეხვედრაში გამოჩნდება რეალურად ორივე გუნდის ამბიციები.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია “ლაციოს” წარუმატებლობა – სიმონე ინძაგის გუნდმა ერთი კვირის წინ თვით “იუვენტუსი” დაამარცხა და იტალიის სუპერთასი მოიგო, მაგრამ ამჯერად შინ დებიუტანტი “სპალი” ვერ გატეხა – 0:0.

ასევე ფრე დაფიქსირდა ბოლონიაში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა და “ტორინომ” თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს, ხოლო “სასუოლო” და “ჯენოა” უგოლოდ გაიყარნენ. გენუაში, ფაბიო კვალიარელამ გაიბრწყინა – ვეტერანმა ფორვარდმა “ბენევენტოს” დუბლი შეუსრულა და საკუთარ გუნდს მოაგებინა – 2:1. ასეთივე ანგარიშით, ოღონდ სტუმრად მოიგო “კიევომ” “უდინეზესთან”.

“ატალანტა” – “რომა” 0:1 (0:0) VIDEO

ბერგამო, “ატლეტი აძური”

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; მაზიელო, პალომინო, ტოლოი; ჰატებური, კრისტანტე (დე რუნი ), ფროილერი, გოსენსი; კურტიჩი (ილიჩიჩი 70); გომესი, პეტანია (კორნელიუსი 57)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი (ფაციო 81), მანოლასი, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი; დეფრელი (ელ შაარავი 74), ჯეკო, პეროტი (პელეგრინი 85)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 0:1 კოლაროვი (31)

გაფრთხილება: ტოლოი (69) – დეფრელი (55), ნაინგოლანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (11) – 4 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“კროტონე” – “მილანი” 0:3 (0:3) VIDEO

კროტონე, “ეციო შიდა”

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; ფარაონი, ჩეკერინი, კაბრერა, მარტელა; როდენი (ნალინი 56), მანდრაგორა, ბარბერისი, სტოიანი (იცკო 71); ბუდიმირი, ტროტა (დუსენე 8)

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კონტი (აბატე 68), მუსაკო, ბონუჩი, როდრიგესი; კესიე, ლოკატელი (მაური 78), ჩალჰანოღლუ; სუსო, კუტრონე (ანდრე სილვა 62), ბორინი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 კესიე (6, პენ), 0:2 კუტრონე (18), 0:3 სუსო (24)

გაფრთხილება: დუსენე (90) - კუტრონე (9), ლოკატელი (59), ბონუჩი (70)

გაძევება: ჩეკერინი (5)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 16 (10) ბურთის ფლობა: 20%-80% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ინტერი” – “ფიორენტინა” 3:0 (2:0) VIDEO

მილანი, “ჯუზეპე მეაცა”

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, მირანდა, სკრინიარი, ნაგატომო; ვესინო, ბორხა ვალერო (ჟოაო მარიო 64); კანდრევა, ბროჟოვიჩი (გალიარდინი 71), პერიშიჩი; იკარდი (ედერი 84)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

“ფიორენტინა” (4-2-3-1): სპორტიელო; ტომოვიჩი, უგო, ასტორი, ოლივერა; სანჩესი, ვერეტუ (ზეხნინი 80); ბენასი (კრისტოფორო 55), ეისერიჩი, ჟილ დიასი; სიმეონე (ბაბაკარი 60)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლები: 1:0 იკარდი (6, პენ), 2:0 იკარდი (15), 3:0 პერიშიჩი (79)

გაფრთხილება: სანჩესი (14)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 11 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 9:7 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ლაციო” – “სპალი” 0:0 (0:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

“ლაციო” (3-5-2): სტრაკოშა; უოლასი, დე ვრეი, რადუ; ბასტა (მარუშიჩი 67), პაროლო, ლუის ალბერტო, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (კაისედო 85); იმმობილე, პალომბი (ლუკაკუ 67)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“სპალი” (3-5-2): გომისი; ოიკონომუ (კრემონეზი 56), ვიკარი, ვაისანენი; ლაძარი (მატიელო 88), შიატარელა, ვივიანი, მორა, კოსტა; ფლოკარი, პალოსკი (ბორიელო 62)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

გაფრთხილება: ლუის ალბერტო (28), უოლასი (51) – ბორიელო (75), ვივიანი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (13) – 8 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: როსარიო აბისო

“ბოლონია” – “ტორინო” 1:1 (1:1)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

“ბოლონია” (4-2-3-1): მირანტე; ტოროსიდისი, დე მაიო, მაიეტა, მაზინა; პულგარი, ტაიდერი (კრეიჩი 82); ვერდი (პალასიო 82), პოლი (დონსა 70), დი ფრანჩესკო; დესტრო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ტორინო” (4-2-3-1): სირიგუ; ძაპაკოსტა, ნ’კულუ, მორეტი, მოლინარო; აკქუა, ობი (რინკონი 76); იაგო ფალკე, ლიაიჩი, ბერენგერი; ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 დი ფრანჩესკო (27), 1:1 ლიაიჩი (34)

გაფრთხილება: დე მაიო (48), პულგარი (60) – რინკონი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 7 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 0:8 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: დავიდე მასა

“სამპდორია” – “ბენევენტო” 2:1 (1:1)

გენუა, “მარასი”

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სილვესტრე, რეჯინი, პავლოვიჩი; ბარეტო, ტორეირა, პრატი (ჯურიჩიჩი 84); რამირესი (ლინეტი 68); კვალიარელა, კაპრარი (ბონაცოლი 63)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ბენევენტო” (4-4-2): ბელეკი; ლეტიცია (დი კიარა 72), ლუჩიონი, კოსტა, ვენუტი; ჩიჩირეტი, კატალდი, დელ პინტო (ვიოლა 83), დ’ალესანდრო; კოდა, პუშკაში (სისე 82)

მწვრთნელი: მარკო ბარონი

გოლები: 0:1 ჩიჩირეტი (15), 1:1 კვალიარელა (39), 2:1 კვალიარელა (55)

გაფრთხილება: ბარეტო (45) – დელ პინტო (49), კატალდი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 14 (7) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“სასუოლო” – “ჯენოა” 0:0 (0:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, პელუზო; სენსი (მისიროლი 65), მანიანელი, დანკანი; ბერარდი, ფალჩინელი (მატრი 84), პოლიტანო (რაგუზა 65)

მწვრთნელი: კრისტიან ბუჩი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; ბირასკი, როსეტინი, ჯენტილეტი; ლაზოვიჩი, ველოზუ, ლაქსალტი; პანდევი (ომეონგა 74), გალაბინოვი (სალსედო 81), ტაარაბტი (პალადინო 60)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გაფრთხილება: მანიანელი (55), პოლიტანო (61) - ველოზუ (26), როსეტინი (45), ჯენტილეტი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 12 (7) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ანტონიო დამატო

“უდინეზე” – “კიევო” 1:2 (1:1)

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

“უდინეზე” (4-3-3): სკუფეტი; ვაგუე (სამირი 58), ანჯელა, ნუიტინკი, პეცელა; ფოფანა (პერიკა 62), ჰალფრედსონი, იანკტო; დე პაული (ბეჰრამი 65), ტერო, ლასანია

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა (რიგონი 79); ინგლეზე (პელისიერი 88), პუჩიარელი (გარიტანო 75)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 0:1 ინგლეზე (15), 1:1 ტერო (37), 1:2 ბირსა (54)

გაფრთხილება: ანჯელა (64), პერიკა (70) – რიგონი (82), კაჩატორე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 10 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112259