სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

23:30 | 20.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიქელთაძის ბენეფისი და "დინამოს" ხუთიანი

თბილისის "დინამომ" შანსი არ დაუტოვა საჩხერის "ჩიხურას" - 5:0. სტუმართა გუნდი იმდნა სუსტად გამოიყურებოდა, რომ სოსო ფრუიძემ სამმაგი ცვლილებაც კი განახორციელა: როცა ანგარიში 3:0 იყო. დინამოელთაგან კი საუკეთესო გახლათ ბექა მიქელთაძე, რომელიც წლეულს სწრაფად პროგრესირებს.

"დინამომ" აშკარა უპირატესობა მოიპოვა, გაცილებით სწრაფად თამაშობდნენ და კომბინაციებიც გამოსდიოდათ. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა: მიკოლა კოვტალიუკმა დაიწყო შეტევა, მიქელთაძემ თავით აუგდო აკაკი შულაიას, რომელმაც საჯარიმოში დაბალი პასი გააკეთა და მიქელთაძე, ალბათ, გაიტანა, მაგრამ თორნიკე გრიგალაშვილს აეჭრა კარში.

მეორე ტაიმის დასაწყისში, ორწუთიან მონაკვეთში მიქელთაძის პასით შულაიამ ახლოდან შეაგდო, მერე კი თავად მიქელთაძემ ზუსტად დაარტყა ლევან გეგეჭკორის გადაცემის შემდეგ.

მეოთხე გოლი შულაია-მიქელთაძის გათამაშებას მოჰყვა. დაბალი, გამჭოლი პასი საჯარიმოში, იქ დასწრებაზე თამაში და მომენტალური დარტყმა - "დინამო" ძალიან კარგად იყენებს ამ კოზირს.

ბოლოს კი ლაშა ქოჩლაძემ გამოიყენა შანსი: გიორგი ჩაკვეტაძის პასის შემდეგ 5:0 აანთებინა ტაბლოზე. ქოჩლაძე შემოდის და გააქვს - ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მესამედ მოხდა.

ეროვნული ლიგა. 23-ე ტური

თბილისი. დინამო არენა

დინამო (თბილისი) - ჩიხურა (საჩხერე) 5:0 (2:0)

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, ნინუა, თევზაძე, ქარდავა (ლილუაშვილი 81), თოთაძე, შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, კოვტალიუკი (ქოჩლაძე 66)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ჩიხურა: მწყერაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, მირცხულავა, კაშია, ჩიკვაიძე, კაკუბავა, ფონიავა (კვერნაძე 60), ივანიშვილი, სარდალიშვილი (დეკანოიძე 60), ტატანაშვილი, გაბედავა (გორგიაშვილი 60)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 1:0 თორნიკე გრიგალაშვილი (34 ავტ), 2:0 შულაია (53), 3:0, 4:0 მიქელთაძ (55, 74), 5:0 ქოჩლაძე (82)

გაფრთხილება: ქარდავა, კოვტალიუკი - გაბედავა, ჩიკვაიძე, ჩიკვაიძე, ტატანაშვილი

გაძევება: ჩიკვაიძე (69)

მსაჯი: ვადაჭკორია

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.170845