ფეხბურთი

23:11 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “იუნაიტედი” დაუნდობელია, ხესემ დებიუტი გოლით და “არსენალის” დამარცხებით აღნიშნა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. “წითელმა ეშმაკებმა” პირველ ტურში საკუთრ მოედანზე “ვესტ ჰემს” ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო დღეს ასეთივე ანგარიშით გასვლაზე “სუონსი” გაანადგურეს.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში დაიწყო და მასპინძლებს ანგარიში გახსნა მე-3 წუთზევე შეეძლოთ, მაგრამ ჯორდან აიუს არ გაუმართლა და ბურთი დე ხეას კარის ხარიხას მოხვდა. შეხვედრა ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, მაგრამ გოლი არ გადიოდა და გუნდები შესვენებაზე თითქოს უგოლოდ უნდა გასულიყვნენ, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე ერიკ ბაილიმ დამატებაზე იყოჩაღა და ანგარიში გახსნა.

მეორე ტაიმში “სუონსის” შეტევაში ფაქტობრივად არაფერი გამოსვლია, რაც “იუნაიტედის” კარგი დაცვის დამსახურებაა. “წითელი ეშმაკები” საკუთარ შანსს დაელოდნენ და მატჩის ბოლოს მრავლად მიიღეს კიდეც: მე-80 წუთზე რომელუ ლუკაკუ მეკარესთან პირისპირ დარჩა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, ორ წუთში პოგბამ სხვაობა გაზარდა, ხოლო კიდევ ორ წუთში ცვლილებაზე შემოსულმა ანტონი მარსიალმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა – 0:4.

დრამატული შეხვედრა შედგა “სენტ მერი სთედიუმზე”, სადაც “ვესტ ჰემი” 33-ე წუთიდან კაცნაკლული ეთამაშებოდა ადგილობრივ “საუთჰემპტონს” და მე-40 წუთისთვის 2:0-ს აგებდა, თუმცა ჩიჩარიტომ დუბლი შეასრულა და 75-ე წუთისთვის ანგარიში გათანაბრდა. მასპინძლებმა 3 ქულა 91-ე წუთზე დანიშნული პენალტით მოიპოვეს, რომელიც ჩარლი ოსტინმა აქცია გოლად – 3:2.

“ლივერპული” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუხვდა და დიდი ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, 3 ქული აღება გაუჭირდა – ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე სადიო მანემ გაიტანა – 1:0.

პრემიერლიგაში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა ხესე როდრიგესს, რომლის გატანილი გოლითაც “სტოკმა” შინ “არსენალი” დაამარცხა. ლონდონელები მთელი შეხვედრის განმალობაში უდიდეს სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარს გასაღები ვერ მოარგეს, გოლი აქეთ გაუშვეს და პირველი მარცხი განიცადეს – 1:0.

“ლესტერმა” შინ დებიუტანტ “ბრაიტონს” ორი უპასუხო ბურთი გაუტანა, იგივე გააკეთა “უოტფორდმაც”, ოღონდ ამის გაკეთება “ბორნმუთის” სტადიონზე მოახერხა, ხოლო “ვესტ ბრომვიჩმა” პირველი ტურის მსგავსად 1:0 იმარჯვა და ორი ტურის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად პრემიერლიგის სათავეშია.

სუონსი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:4 (0:1)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (3-1-4-2): ფაბიანსკი, ბერტლი (რუტლიჯი 67), მოუსონი, ფ.ფერნანდესი, მესა (ნარსინგი 67), ფერი, ტ.კეროლი, ოლსონი, ნოუტონი, აბრაჰამი (მაკბარნი 82), ჯ.აიუ.
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ჯონსი, ბაილი, ა.ვალენსია, ბლინდი, პოგბა, მატიჩი, მხიტარიანი (ერერა 85), მატა (ფელაინი 75), რეშფორდი (მარსიალი 75), ლუკაკუ.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 ბაილი (45), 0:2 ლუკაკუ (80), 0:3 პოგბა (82), 0:4 მარსიალი (84)
გაფრთხილებები: ფერი – პოგბა
მსაჯი: ჯონათან მოსი

ბორნმუთი – უოტფორდი 0:2 (0:0)

ბორნმუთი, “დინ კურტი”

ბორნმუთი (4-4-1-1): ბეგოვიჩი, აკე, კუკი, ა.სმიტი, დანიელსი, სურმენი, არტერი, აიბი (პუგი 60), ფრეისერი (მოუსე 78), კინგი, აფობი (დეფო 59).
მწვრთნელი: ედი ჰაუ

უოტფორდი (4-3-3): გომეში, ბრიტოსი, პროდლი, ფემენია, ჰოლებასი, ჩალობა (უოტსონი 91), დაკური, კლევერლი, ამრაბატი (კაბასელე 82), რიჩარლისონი (კაპუ 80), ა.გრეი.
მწვრთნელი: მარკო და სილვა

გოლები: 0:1 რიჩარლისონი (73), 0:2 კაპუ (86)
გაფრთხილებები: კუკი – ბრიტოსი, ა.გრეი, ჩალობა
მსაჯი: როჯერ ისტი

ბარნლი – ვესტ ბრომვიჩი 0:1 (0:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-5-1): ჰიტონი, მი, ტარკოვსკი, უარდი, ლოუტონი, ჰენდრიკი, კორკი, დეფური, გუდმონდსონი (ბარნესი 79), ბრედი (უოლტერსი 78), ვოკსი.
მწვრთნელი: შონ დიჩი

ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ფოსტერი, ჰეგაზი, დოუსონი, ნიომი, ბრანტი, ბერი, ფიელდი (რონდონი 86), ლივერმორი, მაკკლინი (რობსონ-კანუ 63), ფილიპსი, ჯ.როდრიგესი.
მწვრთნელი: ტონი პულისი

გოლი: რობსონ-კანუ (71)
გაფრთხილებები: ბარნესი
გაძევება: რობსონ-კანუ (83)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ლესტერი – ბრაიტონი 2:0 (1:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, მაგუაირი, მორგანი, ფუქსი, სიმპსონი, ჯეიმსი, ნდიდი, ოლბრაიტონი, მაჰრეზი, ოკაზაკი (სლიმანი 76), ვარდი (დ.გრეი 93).
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

ბრაიტონი (4-4-1-1): რაიანი, დაფი, დანკი, სალტორი, სუტნერი, სტეფენსი, პროპერი, მარჩი, მერფი, გროსი (კნოკერტი 62), მიურეი (ჰემედი 66).
მწვრთნელი: კრის ჰიუტონი

გოლები: 1:0 ოკაზაკი (1), 2:0 მაგუაირი (54)
გაფრთხილებები: მორგანი
მსაჯი: ლი პრობერტი

ლივერპული – კრისტალ პალასი 1:0 (0:0)

ლივერპული, “ენფილდ როუდი”

ლივერპული (4-3-3): მინოლე, კლავანი, მატიპი, ჯ.გომესი, რობერტსონი, მილნერი, ვეინალდუმი (სოლანკე 71), ჰენდერსონი, მანე, ფირმინო (ლოვრენი 90), სტარიჯი (სალაჰი 61).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

კრისტალ პალასი (3-4-2-1): ჰენესი, დანი, ტომკინსი, ფოსუ-მენსა, პანჩონი (მაკარტური 73), მილივოიევიჩი (კაიკაი 77), ვან აანჰოლტი (შლუპი 84), უარდი, თაუნსენდი, ლოფტუს-ჩიკი, ბენტეკე.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლი: მანე (73)
გაფრთხილებები: ჰენდერსონი – პანჩონი, ვან აანჰოლტი, ბენტეკე
მსაჯი: კევინ ფრენდი

საუთჰემპტონი – ვესტ ჰემი 3:2 (2:1)

საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, იოშიდა, სტეფენსი, სოარეში, ბერტრანი, რომეუ, ლემინა (უარდ-პროუსი 65), ს.დევისი (ლონგი 85), ტადიჩი, რედმონდი, გაბიადინი (ოსტინი 80).
მწვრთნელი: მაურისიო პელეგრინო

ვესტ ჰემი (4-2-3-1): ჰარტი, ფონტე, ოგბონა, კრესველი, ზაბალეტა, რაისი (ობიანგი 76), ნობლი, ანტონიო (სახო 68), ა.აიუ (ე.ფერნანდესი 68), არნაუტოვიჩი, ჩიჩარიტო.
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

გოლები: 1:0 გაბიადინი (11), 2:0 ტადიჩი (38 პენ.), 2:1, 2:2 ჩიჩარიტო (45; 74), 3:2 ოსტინი (93 პენ.)
გაფრთხილებები: ტადიჩი – ზაბალეტა
გაძევება: არნაუტოვიჩი (33)
მსაჯი: ლი მეისონი

სტოკი – არსენალი 1:0 (0:0)

სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”

სტოკი (3-4-2-1): ბუტლანდი, ზუმა, შოუკროსი, კამერონი, დ.ფლეტჩერი, ალენი, დიუფი, პიტერსი (ინდი 89), ხესე (სობი 71), შაქირი (ბერაჰინო 25), ჩუპო-მოტინგი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი

არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, კოლოშინაცი (ჟირუ 66), მონრეალი, მუსტაფი, რემსი, ჯაკა (აივობი 79), ბელერინი, ჩემბერლენი, ოზილი, უელბეკი, ლაკაზეტი (უოლკოტი 79).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლი: ხესე (47)
მსაჯი: ანდრე მარინერი

0.141476