ფეხბურთი

23:30 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” მეორე პოზიცია განიმტკიცა

ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაიძაბა – ქუთაიასის “ტორპედომ” გორის “დილა” დაამარცხა და “დინამოსთან” სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა. თუმცა, ისიც აღვნიშნოთ, რომ თბილისური გუნდი ამავე ტურის მატჩს კვირას ჩაატარებს.

“რამაზ შენგელიაზე” გამართული შეხვედრა კი საინტერესო სანახავი გამოვიდა და დაძაბულიც: პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს, შეხვედრა – მასპინძლებმა. “დილამ” ანგარიში ტაიმის შუაწელს გახსნა, როდელაც როინ კვასხვაძემ არცთუ დამაჯერებლად ითამაშა: შორეული დარტყმული ცხვრიწინ მოიგერია, ხოლო ნუბიო ფლავიომ დაუცველ კარში ადვილად გაიტანა. იქედან გამომდინარე, რომ ქულები გორელებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ, წესით ყველაფერი უნდა გაეკეთებინა წარმატებისთვის, მაგრამ დანებებას “ტორპედოც” არ აპირებდა – ასეც მოხდა, თამაშის ბედი მეორე ტაიმის დასაწყისში, ორწუთიან ინტერვალში გადაწყდა: ჯერ პენალტი გამოიყენა გიორგი კუხიანიძემ, ხოლო ცოტა ხანში საჯარიმოს მისადგომებიდნა ჩინებულად დაარტყა და მუჯრიშვილი ვერაფერს გახდა – 2:1.

როგორც შემდეგ გაირკვა ეს საბოლოოდ შედეგი იყო და “ტორპედომ” 47 ქულა დააგროვა. “სამტრედიას” წაფორხილებით მშვენივრად ისარგებლა, “დინამოსაც” როგორც მინიმუმ უპირატესობის გაზრდის საშუალებას არ მისცემს. თავის მხრივ, “დილას” მდგომარეობა ტურიდან ტურამდე მძიმდება: ზედიზედ მეექვსე წაგება და ერთი ნაბიჯი გასავარდნი ზონისგან.

“ტორპედო” – “დილა” 2:1 (2:1)

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

“ტორპედო”: კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი (გიგაური 61), კუტალია, დოლიძე (კორობკა 77), ტუღუში (კუჭუხიძე 46), კუხიანიძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

“დილა”: მუჯრიშვილი, პაპავა, რაზმაძე, ფანულაია (ტარაველიე 76), კუსიანი (კვახაძე 62), აბუბაკარი, სოფრომაძე, კირკიტაძე, ფლავიო, ძარია, პედრინიო (დერეტი 71)

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 0:1 ნუბიო (34), 1:1 კუხიანიძე (48, პენ), 2:1 კუხიანიძე (50)

გაფრთხილება: ჭიჭინაძე (13), კუტალია (90) – კირკიტაძე (13), პაპავა (47), კვახაძე (81)

მსაჯი: პ. მაჭარაძე

0.111571