ფეხბურთი

1:29 | 19.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ახალი სეზონი და ახალწვეულების სოლო: "ბაიერნის" დამაჯერებელი სტარტი (+VIDEO)

გერმანიის ბუნდელისიგის 2017-2018 წლების სეზონი მიუნხენში გაიხსნა – მოქმედმა ჩემპიონმა “ბაიერნმა” ლევერკუზენის “ბაიერი” ადვილად დაამარცხა და ახალი სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაიწყო.

თავიდანვე ვთქვათ, რომ კარლო ანჩელოტის გუნდის გამარჯვება დიდწილად დებიუტანტთა ჩინებულმა თამაშმა განაპირობა – ანგარიში მალევე გაიხსნა. რუდის საჯარიმოს ნიკლას სულეს თავური მოჰყვა – ახალგაზრდა გერმანელმა მცველმა “ბაიერნის” მაისურით ბუნდესლიგის პირველივე მატჩში მოახერხა გატანა. გავიდა ათი წუთი და იგივე კორენტინ ტოლისომ მოახერხა. “ლიონის” ექსნახევარმცველმა არტურო ვიდალის დიდებული პასით ახლო მანძილიდან გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა – 2:0. სხვათა შორის, ტოლისო გახდა “ბაიერნის” პირველი ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში შეძლო გატანა. აქვე გეტყვით, რომ 2007 წლის შემდეგ “რეკორდამისტერის” რიგებში ერთბაშად ორმა დებიუტანტმა გატანა პირველად მოახერხეს. მაშინ იგივე როსტოკის “ჰანზას” წინააღმდეგ მიროსლავ კლოზემ და ლუკა ტონიმ გააკეთეს.

სხვათა შორის, პირველ ნახევარში უსაქმოდ არც “ლევერკუზენი” ყოფილა და რამდენჯერმე მწარედ უკბინა მეტოქეს, მაგრამ სახიფათო მომენტის გარდა ვერაფერს გამორჩა. მეორე ნახევარში კი უფრო მშვიდი თამაში იყო. მთავარი ფაქტი 51-ე წუთზე დაფიქსირდა. საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერთო და ამის შედეგად დაინიშნა პენალტი “ფარმაცევტთა” კარში, რომელიც რობერტ ლევანდოვსკიმ ზუსტად დაარტყა. წერტილი 65-ე წუთზე უკვე მეჰმედიმ დასვა – შვეიცარიელმა ლამაზი გოლით ანგარიში დაასველა და “ბაიერნმა” საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა.

“ბაიერნი” – “ლევერკუზენი” 3:1 (2:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრეიხი; კიმიხი, სულე, ჰუმელსი (რაფინია 62), ალაბა; ტოლისო, რუდი; მიულერი (რობენი 61), ვიდალი, რიბერი (კომანი 77); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ბენდერი (დრაგოვიჩი 46), ვენდელი; კორი, არანგიზი (კამპლი 61); ბელარაბი, მეჰმედი, ბაილი (ბრანდტი 46); ვოლანდი

მწვრთნელი: ჰეიკო ჰელრიხი

გოლები: 1:0 სულე (9), 2:0 ტოლისო (19), 3:0 ლევანდოვსკი (53, პენ), 3:1 მეჰმედი (65)

გაფრთხილება: ვიდალი (63) - კორი (8), არანგიზი (52)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 20 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 5:1

მსაჯი: ტობიას შტილერი

თეგებიბუნდესლიგა
0.283104