ფეხბურთი

0:20 | 17.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” სიმეონე გაიფორმა

“ჯენოას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჯოვანი სიმეონე კარიერას “ფიორენტინაში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფლორენციული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

“იებმა” 22 წლის თავდამსხმელში 15 მილიონი ევრო გადაიხადეს და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს.

სიმეონე “ჯენოაში” გასულ ზაფხულს “რივერ პლეიტიდან” გადავიდა და 36 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117706