ფეხბურთი

16:48 | 11.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის ყრილობა: ვალის შემცირება, ბუნებრივი მოედნები, ახალი ნაკრებები

სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობა გაიმართა. ყრილობას ფიფასა და უეფას ჩინოსნებიც ესწრებოდნენ: ფიფას განვითარების კოორდინატორი ოლივერ იუნგი და უეფას ეროვნული ასოციაციების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ევა პასკიე.

ყრილობას 29 დელეგატი დაესწრო. სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ფედერაციის მიერ გაწეულ სამუშაოებზე, პროექტებზე და პრობლემებზეც ისაუბრა.

"მე და ჩემი გუნდი იმ იმედით მოვედით, რომ ქართული ფეხბურთი ღირსეულად დავამკვიდროთ მსოფლიო რუკაზე. უეფასგან მადლობა მივიღეთ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ეს ტურნირი უდიდესი გამოწვევა და უდიდესი შანსი იყო ჩვენთვის. მადლობა ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელმაც დაამტკიცა, რომ ასეთ ტურნირზე თამაშის ღირსი იყო და გულშემატკივარი ასიამოვნა. მართალია, ჯგუფიდან ვერ გავიდნენ, მაგრამ გამართული და ლამაზი ფეხბურთი აჩვენა.

...3 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი, რასაც უეფას გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორისიც ესწრებოდა. ქართულ ფეხბურთში რომ დავით პეტრიაშვილის ღვაწლი ძალიან დიდია, ამაზე ზედმეტიც არის საუბარი.

მასობრიობა:. მასობრიობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია ჩვენთვის და იცით, რომ მოყვარულთა ლიგა სულ უფრო და უფრო დიდ ინტერესს იწვევს, სულ უფრო მეტი გუნდი იქმნება და შესაბამისად, მეტი ადამიანი თამაშობს ფეხბურთს. ბოლო წელიწადნახევარში რეგისტრირებულ ფეხბურთელთა რიცხვი 8000-ით გაიზარდა.

...დაიწყო პროექტი "ფეხბურთი სკოლებში", რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. არიან ოჯახები, რომლებსაც საშუალბა არ აქვთ ბავშვი ფეხბურთზე ატარონ, ამიტომ მათთვის ალტერნატიული ვარიანტია. ეს პროექტი შემუშავდა ფედერაციის, ფეხბურთის განვითარების ფონდისა და განათლების სამინისტროს ორგანიზებით. მთელი ქვყნის მასშტაბით, 1000-ზე მეტი სპორტის მასწავლებელია ჩართული.

ეროვნულ ჩემპიონატზე: ჩემპიონატი შუქდება. როგორც ტელევიზიით ცენტრალური მატჩი, ასევე ინტერნეტით შეიძლება თითოეული თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა. გაუმჯობესდა სტადიონზე დასწრება. ეს არ აისახა ევროტურნირებზე, სადაც ჩვენი გუნდები ცუდად გამოვიდნენ. ამის გამო კრიტიკა იყო ფონდის და ჩემპიონატის ფორმატის მისამართით. ყველა კრიტიკა მისაღებია, მაგრამ დაუსაბუთებელი - არა. ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ხდება, რომ თითოეულ თამაშზე პრმიალურებია ფონდმა საქმე გაუადვილა კლუბებს.

...აქვე ვიტყვი, რომ ყველაფერს ვიზამთ, რათა 2018 წელს ეროვნული ლიგა1-ის და ეროვნული ლიგა2-ის ყველა მატჩი ბუნებრივ მინდორზე გაიმართოს. საამისოდ სამუშაოები მიმდინარეობს.

ფუტსალი და ქალთა ფეხბურთი: მახარებს ის წარმატება, რაც ფუტსალს აქვს. ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ეტაპია გასავლელი, მეტოქე რუმინეთი იქნება და იმედია, 26 სექტემბერს რუმინეთთან ფლეი-ოფის საშინაო შეხვედრაში ოლიმპიური სასახლე გაივსება ქომაგებით.ინტერესი გაიზარდა ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის მიმართ.

...ასევე, გაცილებით მეტი ინტერესია ქალთა ფეხბურთის მიმართ. ეროვნულ ჩემპიონატში უკვე 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ბავშვთა ფეხბურთი: ვმუშაობთ განვითარების ახალ პროგრამაზე, რომელიც წლის ბოლოს ჩამოყალიბებული იქნება და 2018 წლიდან ამოქმედდება. როგორც იცით, 13-წლამდელთა რეგიონთა თასი შარშან ჩავატარეთ და წლეულს 14-წლამდელებიც მიემატა. შარშან გამარჯვებული რეგიონის (თბილისის) ნაკრები გერმანიაშიც გამგზავრა ტურნირზე და საკმაოდ კარგად ითამაშა.

...ეროვნული ნაკრების გარდა, 7 ასაკობრივი ნაკრები გვეყოლება, როგორც ეს წამყვან ქვეყნებშია და მათ შორის, გერმანიაში. 15, 16, 17, 18, 19, 20 და 21-წლამდელები. მაგალითად, 20-წლამდელთა ნაკრებში ის ფეხბურთელები მოხვდებიან, რომლებიც 19-წლამდელთა ასაკს გადასცდნენAდა ჯერ ვერ ხვდებიან 21-წლამდელებში. რატომ უნდა გაუცდეთ დრო, მათ ექნებათ შეკრებები და ამხანაგური მატჩები. მოკლე დროში გაცნობებთ ამ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ვინაობას.

ეროვნული ნაკრები: სწორი მუშაობა მიმდინარეობს, ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხი ურიგო არ არის, მაგრამ ეს შედეგში არ აისახება. ჯერჯერობით ასეა, თუმცა სწორი მიმართულების ხარჯზე, იმდია, უახლოეს მატჩებში კარგი შედეგი გვექნება. მნიშვნელოვანია პირველი შეხვედრა თბილისში, 2 სექტემბერს ირლანდიასთან.

ინფრასტრუქტურა: რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი თემა.წლის ბოლომდე ბათუმში ბაზის მშენებლობა დასრულდება, ზუგდიდში კი ახალი, უეფას სტანდარტების მქონე სტადიონი მზად იქნება. ბოლოს როს აშენდა საქართველოში სტადიონი, რთული სათქმელია.

...რუსთავში მშენებარე საფეხბურთო ცენტრიც 2018 წლისთვის მზად იქნება. როგორც იცით, ლაგოდეხში სფფ-ს აქვს ბაზა, მალე იქაც ახალი საფარი დაიგება და წლის ბოლოს ყველაფერი წესრიგში იქნება. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა რეგიონებში საფეხბურთო ცენტრების გაკეთება. კახეთის რეგიონში, თავისთავად ლაგოდეხში ამუშავდება.

ვალზე: ვსაუბრობით მძიმე ფინანსურ მემკვიდრეობაზე. 17 მილიონი ლარი ვალი გვქონდა, თუმცა 9 მილიონამდე შევამცირეთ, რასაც ასევე ეტაპობრივად გავისტუმრებთ. იოლი არ იყო ამ 8 მილიონის დაფარვა იმ დროს, როცა თან პროქტებს აკეთებ.

...დიდი მადლობა ფიფასა და უეფას, საქართველოს მთავრობასა და სპორტის დეპარტამენტს. ის ფაქტი, რომ უეფა თავის მნიშვნელოვან სამიტს საქართველოში ატარებს, ცოტას არ ნიშნავს. აქვე ვიტყვი მნიშვნელოვან საკითხზე, რომ 2017 წლიდან საქართველოშიც შეიძლება სამწვრთნელო პროლიცენზიის აღება. ასევე, უეფას სასრთიფიკატო კურსებზეც,რომელიც ჩვენთან ქართულ ენაზე ტარდება. 30 ადამიანი მონაწილეობდა და პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება.

კობიაშვილის შემდეგ, იუნგმა და პასკიემაც ისაუბრეს. მათ კმაყოფილება გამოთქვეს ამ პროექტებით და აღნიშნეს, რომ საქართველოსფეხბურთის ფედერაციას სწორი გზა აქვს არჩეული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112043