ტურინის “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მარიო ლემინა ამიერიდან ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “საუთჰემპტონში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე მხარემ ოფიციალურად დაადასტურა.
23 წლის გაბონელი ნახევარმცველის სანაცვლოდ “წმინდანებმა” 17 მილიონი ევრო გაიღეს, რასაც მომავალში 3 მილიონი ბონუსის სახით დაემატება. ფეხბურთელმა ახალ გუნდს ბედი 5 წლით დაუკავშირა.
მარიო ლემინა “იუვენტუსს” 2015 წელს მარსელის “ოლიმპიკიდან” შეუერთდა. ამ დროის განმავლობაში “ბებერი ქალბატონის” ღირსება 42 შეხვედრაში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.