ჭადრაკი

18:19 | 27.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ლოდია: “საქართველომ მსოფლიო რუკაზე სპორტში დიდი ადგილი დაიკავა”

სასტრუმრო ბილტმორში ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკაკი ლოდიამ. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტის რუკაზე და იმედოვნებს, რომ ყველაზე მსხვილმაშტაბურ ღონისძიებას საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს.

"თბილისი საჭადრაკო ტურნირში ყველაზე მსხვილმაშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს. ეს არის მსოფლიო თასის გათამაშება და მე მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს ყველა მონაწილეს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლნენ. Check in Georgia- სპორტის ფარგლებში, რომელიც 2017 წელს პირველად დაიგეგმა. ეს არის ერთ-ერთი მეგა ღონისძიება. ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ათ მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირს და შესაბამისად ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიოს მაშტაბით. საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მსოფლიო სპორტის რუკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიებაც იქნება ერთ-ერთი გამორჩეული.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს და კერძო სექტორს, რომელიც აქტიურად არის ჩართული საჯარო ღონისძიებების დასპონსორებაში." - განაცხადა ლოდიამ.

ჭადრაკის მსოფლიო თასის გათამაშება თბილისში სტარტს 2 სექტემბერს აიღებს, ფინალური მატჩი კი 28 სექტემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114627