ფეხბურთი

14:52 | 25.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 3: სექტემბრიდან ახალი ძალით

ლიგა 3-ის მე-18 ტურის მატჩები დასრულდა და საბოლოოდ გაირკვა ის ათი გუნდი, რომელიც ეროვნული ლიგა 2-ის საგზურებისთვის იბრძოლებს. როგორც იცით, ორი ათგუნდიანი ჯგუფი იყო: წითელი და თეთრი. წითელი დასავლეთისა იყო, ხოლო თეთრი - აღმოსავლეთი.

თითო ჯგუფიდან ხუთ-ხუთი გუნდი გადავიდა, მაგრამ მათ გადაჰყვათ ქულები. არა ყველა ქულა, არამედ მხოლოდ პირველ ხუთეულში მყოფ გუნდებთან დაგროვებული. მაგალითად, "თელავმა" 35 ქულა დააგროვა, ხოლო იმავე ზონაში "ნორჩმა დინამომ" 34, მაგრამ "ნორჩი დინამო" უფრო მოგებაში დარჩა - მათ პირველ ხუთეულში მყოფ გუნდებთან უფრო მეტი ქულა მოაგროვეს, ვიდრე თელაველებმა.

თუნდაც ეს მაგალითი: ორივე ჯგუფში ყველაზე კარგი შედეგი "ჭიათურამ" აჩვენა (40 ქულა), მაგრამ აქედან მხოლოდ 14 ქულა აიღო ხუთეულში გასულ გუნდებთან. გადამწყვეტ ეტაპს ლიდერის რანგში ხვდება "შევარდენი". ბოლო ტური გამოდგა განსაკუთრებით საინტერესო: "შევარდენმა" 2:0 სძლია "თელავს".

ახლა როგორ გაგრძელდება ბრძოლა? სექტემბერში განახლდება სეზონი, ოღონდ კალენდარი ჯერ არაა შედგენილი. თითო გუნდი 10-10 მატჩს ჩაატარებს - წითელი ჯგუფის წარმომადგენლები მხოლოდ თეთრი ჯგუფის გუნდებს შეხვდებიან ორ-ორჯერ და ავტომატურად, თეთრი ჯგუფის გუნდები მხოლოდ წითლებს ეთამაშებიან.

აი, ასე გადაჰყვათ ქულები გუნდებს. მდგომარეობა გადამწყვეტი ეტაპის წინ:

ზედა ჯგუფი

# გუნდი გგ გმ +/-
1 შევარდენი 8 5 2 1 13 8 5 17
2 ნ. დინამო 8 4 3 1 13 10 3 15
3 ჭიათურა 8 4 2 2 8 4 4 14
4 თელავი 8 3 2 3 15 12 3 11
5 იმერეთი 8 3 2 3 6 7 -1 11
6 კოლხეთი ხ 8 2 4 2 5 6 -1 10
7 ბეთლემი 8 2 3 3 9 11 -2 9
8 სამეგრელო 8 1 5 2 9 9 0 8
9 გარდაბანი 8 1 3 4 8 12 -4 6
10 მარკ სტარსი 8 1 2 5 12 19 -7 5

დახრილი შრიფტით თეთრი ჯგუფის წარმომადგენლები არიან.

ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს ზედა ჯგუფის პირველადგილოსანი გუნდი ავტომატურად მოიპოვებს. მეორე-მესამე ადგილებზე გასული გუნდები კი, ორმატჩიან პლეი-ოფში ეროვნული ლიგა 2-ის მერვე-მეცხრე ადგილებზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, ლიგა 3-ის ქვედა ჯგუფის მეხუთე-მეექვსე ადგილებზე გასული გუნდები რეგიონული ლიგის წარმომადგენლებთან ერთმატჩიან პლეი-ოფში შეეცდებიან ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. ბოლო ოთხი გუნდი კი, რეგიონულ ლიგაში დაქვეითდება.

ქვედა ჯგუფი

# გუნდი გგ გმ +/-
1 სულორი 8 6 1 1 10 2 8 19
2 გორი 8 4 4 0 15 4 11 16
3 მარგვეთი 8 4 2 2 11 7 4 14
4 ბორჯომი 8 4 2 2 10 8 2 14
5 ალგეთი 8 3 2 3 12 9 3 11
6 სქური 8 3 2 3 8 10 -2 11
7 ჩხერიმელა 8 2 3 3 5 10 -5 9
8 ოდიში 8 2 2 4 5 9 -4 8
9 ლიახვი 8 1 1 6 7 18 -11 4
10 საპოვნელა 8 0 3 5 4 10 -6 3

წითელი ჯგუფი

თეთრი ჯგუფი

0.113638