ფეხბურთი

14:08 | 24.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპული” ვან დეიკის თაობაზე თანხმობას ელის

“ლივერპული” შეცდომის გამეორებას არ აპირებს და ამჟამად ვან დეიკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების დასაწყებად “საუთჰემპტონის” თანხმობას ელის.

ივნისის დასაწყისში “წითლებმა” ვან დეიკთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ეს კლუბის თანხმობის გარეშე მოხდა, რის გამოც “წმინდანებმა” პრემიერლიგას მიმართეს თხოვნით, რომ აღნიშნული ფაქტი გამოეძიებინათ და “ლივერპულისათვის” სანქციები დაეწესებინათ.

“ლივერპულმა” ამ ფაქტის გამო ოფიციალური განცხადება გააკეთა და საჯაროდ ბოდიში მოიხადა. გარდა ამისა, “წითლებმა” განაცხადეს, რომ 26 წლის მოთამაშით აღარ არიან დაინტერესებული, თუმცა ბრიტანული მედიის მტკიცებით, “ლივერპული” კვლავ ცდილობს ჰოლანდიელის გადაბირებას.

აღსანიშნავია, რომ ვან დიეკით “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი” და “არსენალიც” არიან დაინტერესებულნი.

გამომდინარე იქიდან, რომ “საუთჰემპტონს” მცველის სხვა კლუბში გაშვება არ სურს, მისი ფასი გაზარდეს და მაშინ, როდესაც ზაფხულის დასაწყისში 50 მილიონ ევროდ იყო შაფასებული, ახლა ჰოლანდიელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვენ.

გასულ სეზონს ვან დიეკმა პრემიერლიგის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

0.126273