ფეხბურთი

23:50 | 23.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილია” რამის შემცვლელად კიაერს მოიაზრებს

“სევილიას” დანიის ნაკრების და “ფენერბახჩეს” ცენტრალური მცველის სიმონ კიაერის დამატება სურს.-ს ცნობით, ანდალუსიური კლუბი 28 წლის ფეხბურთელს ადილ რამის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ “მარსელში” სათამაშოდ გადავიდა.

ცნობილი ესპანური გამოცემა As-ი იუწყება, რომ თურქები დანიელ მცველს 10 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან, რადგან ცოტა ხნის წინ “მილანის” 8 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვეს.

დანიის ნაკრების კაპიტანი თურქულ კლუბში 2015 წელს “ლილიდან” 7.65 მილიონ ევროდ გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში “ფენერბახჩეს” მაისური 85-ჯერ მოირგო და 5 გოლი გაიტანა.

0.116586