ფეხბურთი

20:56 | 22.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: მატჩი დრამატული დასასრულით

ეროვნული ლიგა 2 განახლდა და დღეს ყველაზე დრამატული მატჩი "ცხინვალსა" და "მეშახტეს" შორის შედგა. 85-ე წუთამდე "ცხინვალი" 2:1 იგებდა და მესამეც გაიტანა, რაც ფაქტობრივად, მოგების გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დარჩნილ მცირე დროში შალვა ფურცხვანიძემ ორი გოლი მიითვალა და შეხვედრა 3:3 დასრულდა.

ორივე გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

"რუსთავმა" და "სიონმა" თავიანთი საშინაო მატჩები მოიგეს. რუსთაველებმა ეს უფრო იოლად მოახერხს, 3:0 აჯობეს "გურიას", ხოლო ბოლნისელებმა 1:0 სძლიეს აუტსაიდერ "ზუგდიდს".

ცხინვალი - მეშახტე (ტყიბული) 3:3

გოლები: 1-0 მაისურაძე (21), 2-0 ლეჟავა (55), 2-1 ჭრელაშვილი (69), 3-1 მაქაცარია (85), 3-2 ფურცხვანიძე (88), 3:3 ფურცხვანიძე (90+6)

სიონი (ბოლნისი) - ზუგდიდი 1:0

გოლი: 1:0 გელაშვილი (45 საკ.კარში)

რუსთავი - გურია (ლანჩხუთი) 3:0

გოლები: 1:0 ქათამაძე (11), 2:0 სიჭინავა (45), 3:0 მეტრეველი (66)

გუშინ გაიმართა "მერანი"-"გაგრა", რომელიც მარტვილელებმა 2:1 მოიგეს.

გოლები: 1:0 ტრეტიაკი (43), 2:0 ჩუკურა (79), 2:1 თუთბერიძე (90+2)

23 ივლისს მცხეთაში 18:00 საათზე დაიწყება "ვიტ ჯორჯია"-"სამგურალი"

1. მერანი 19 +30 45
2. რუსთავი 19 +23 42
3. გაგრა 19 +14 36
4. სიონი 19 +3 34
5. სამგურალი 18 0 28
6. ვიტ ჯორჯია 18 +6 27
7. ცხინვალი 19 -12 18
8. გურია 19 -16 16
9. მეშახტე 19 -23 13
10. ზუგდიდი 19 -25 8

0.114379