ფეხბურთი

1:30 | 20.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანონე “რედინგში” ითამაშებს

იტალიელი მეკარე ვიტო მანონე კარიერას ჩემპიონშიფის ბინადარ “რედინგში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

29 წლის მეკარემ ახალ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო “სანდერლენდმა” მის სანაცვლოდ 2.3 მილიონი ევრო მიიღო.

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა კიპერმა გასულ სეზონში “სანდერლენდის” კარი 13-ჯერ დაიცვა და 23 გოლი გაუშვა.

0.112732