ფეხბურთი

19:20 | 18.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

კორუფციული სკანდალი - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიფას ვიცე-პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი პოლიციამ კორუფციული ბრალდებით დააპატიმრა. როგორც El Pais და Efe იუწყებიან, დაკავებულთა შორის ვილიარის შვილი გორკა და კიდევ რამდენიმე ადამიანია.

ვილიარი, რომელიც ფედერაციას 1988 წლიდან მეთაურობს, დოკუმენტებს აყალბებდა და საერთაშორისო მატჩებიდან მოგებას არალეგალურად ნახულობდა. ესპანეთის უზენაესმა სასამართლოს Reuters-ს განუცხადა, რომ გამოძიება აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია. ვილიარის და მის ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასევე დუმს ფიფაც და უეფაც.

0.1189