ფეხბურთი

3:13 | 9.07.2017 | ნანახია 2869 - ჯერ

ყიფიანი: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა კრახით დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. ყველაზე ნაკლებად ამ წარუმატებლობაში თავად ფეხბურთელებს ადანაშაულებს და პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.

ორივე გოლი სტანდარტულიდან გავუშვით. წესით ამ კუთხით არ უნდა გვქონორა არანაირი პრობლემა, რადგან განვლილ ორ მატჩში ზუსტად სტანდარტულიდან ჩვენ კართან არანაირი საფრთხე არ შექმნილა. ეს შეიძლება მოხდა კონკრეტულ მომენტში, როდესაც გადავხედავთ, ვნახავთ დაიკარგა კონცენტრაცია, გაგვიტანეს გოლი. ეს ფეხბურთია და რა თქმა უნდა ჩვენი შეცდომის წყალობით გავიდა ორივე გოლი და მთლიანობაში ძალიან რთული თამაში იყო. ასეც ველოდით. ჩეხებს ქონდათ ფსიქოლოგიური უპირატესობა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ფრეც აწყობდათ ხელს ნახევარფინალში გასასვლელად. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარე და ბიჭებით უკმაყოფილო ვიყავი. ეტყობოდათ ალბათ ის, რომ რთული იყო მათთვის ამ დავალებების შესრულება. მეორე ტაიმში გავაკეთეთ ზეწოლა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი“.

„მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომ გაივსო სტადიონი და მარცხის მიუხედავად ბოლომდე დაგვიდგნენ გვერდში. ბიჭების სახელითაც ვუხდი მადლობას და ვიბოდიშებ, რადგან ჩვენი თამაში დღეს არ წარიმართა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. გააგრძელონ ამ ბიჭებთან გვერდში დგომა და ეს შედეგს მოიტანს. ვერ გავედით ჯგფიდან, თუმცა ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს“.

„გუნდი შემოდგომის შეკრების მერე ძალიან გაიზარდა. ეს აისახა ინდივიდუალურ ქმედებებშიც და თამაშშიც. არის პროგრესი. ახალგაზრდა ფეხბურთელის ზრდა მუდმივად მიმდინარეობს და მათ კიდევ დიდი კარიერა აქვთ წინ, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო. ყველაზე ნაკრებად სწორედ ისინი არიან დამნაშავენი დღევანდელ მარცხში. ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ჩემზეა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე საკუთარ სიტყვას იტყვიან.“

„ფეხბურთელებთან ვეცადე, რომ ზეწოლა არ ყოფილიყო გადავსებული სტადიონი. ამ ზეწოლას უფრო მეტოქეზე უნდა ემოქმედა, უმეტეს ფეხბურთელს პირველად მოუწია ამდენი მაყურებლის წინაშე თამაში, თუმცა თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მონდომება იყო თამაშის წინ. გასახდელში თამაშის მერე რამდენი ცრემლი დაიღვარა და დამერწმუნეთ, რომ არცერთი ფეხბურთელი არ იყო ისეთი, რომ ბოლომდე არ დახარჯულა. სამწუხაროდ დღეს ჩეხეთი აღმოჩნდა უფრო ძლიერი, რომელმაც გაიმარჯვა მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ბიჭებს დიდი მომავალი აქვს“.

„ყოველთვის ვუყურებთ თამაშის წინ მოტივაციის ასამაღლებელ ვიდეოებს, სხვათა შორის ამან ძალიან გაამართლა. იმოქმედა მათ განწყობაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ აქ არ იყო მოტივაციის ნაკლებობა, აქ იყო 2 ახალგაზრდული გუნდი, რომელთაგანაც ერთი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები ამაზე მეტ გულშემატკივარს მოიყვანენ სტადიონზე.“

„ჩვენი მიზანი იყო მოგვეგო თამაში მთლიანობაში, მაგრამ არა პირველ 10 წუთში. დავალება იყო ბურთის კონტროლი და ორგანიზებულად შეტევაში გადასვლა. გვქონდა რამდენიმე კარგი მომენტი, როცა გამწვავდა შეტევა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ეპიზოდური ხასიატის და შესაბამისად ამან შედეგი ვერ გამოიღო. მეორე ტაიმში უფრო გადავაწყვეთ თამაში და უკეთ შევუტიეთ. დასაწყოსში კარგი მომენტები გვქონდა, მაგრამ როდესაც თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი ადრე მეორე გოლს უშვებ და შენ 3 გაქვს გასატანი, ასეთ შემთხვევაში ძალიან რთული იყო. მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ბოლომდე ეთამაშათ დარწმუნებული ვარ, რომ თავიანთი მონდომებით ეს დაამტკიცეს, შეუტიეს და მაქსიმუმი გააკეთეს გულშემატკივრისთვის იმედი რომ არ გაეცრუვებინათ,“- გვითხრა ყიფიანმა


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:17 | 10.07.2017
uzlevi (447)

პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მართებულია. ამით ახალგაზრდებს საკუთარ თავში რწმენას არ უკარგავს მწვრთნელი, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით თამაში რომ არ გამოუვიდეს და მართლაც პასუხი აგოს მწვრთნელმა, ის უნდა გადადგეს და ასპარეზი დაუთმოს ახალ მწვრთნელს. თუმცა, მხოლოდ მწვრთნელის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს. ბიჭების ფიზიკური მომზადება გამოჩნდა რომ ერთი თავით ჩამოუვარდება ევროპელი თანატოლების მომზადებას. მეორე ტაიმში აშკარად ვუკლებდით ტემპს, ძალები აღარ გვყოფნიდა. ზედიზედ სამი მაღალი დონის მატჩის ჩატარებამ მოკლე დროში გამოფიტა ბიჭები. ამას ემატება დიდი სხვაობა დონეში ჩვენი ძირითადის და სათადარიგოს ბიჭებს შორის. ჩვენი ბიჭების ფონზე ევროპელი ბიჭები კაცებივით ძლიერები ჩანდნენ. ვინ არის პასუხისმგებელი ბიჭების ფიზიკურ სისუსტეში? მათი კლუბები, სკოლები, ჩემპიონატი, ფედერაცია, გულშემატკივარი...

16:50 | 09.07.2017
BEERTRANCE (97819)

და რაში გამოიხატა მერე პასუხისმგებლობის აღება DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

კუთხეში დააყენეს და ჯოხი მოცხეს ტაკუნაზე? DDDDDDDDDDDDDDDDDDD

16:44 | 09.07.2017
samtrediel (8001)

ეს არაფრის მთქმელი ფრაზა - "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"- მოდაშია.

11:17 | 09.07.2017
იკა..იუვე..10 (4132)

უნდა აიღო აბა რა.. ფლანგიდან ჩაწოდებები რო გქონდა ტაკტიკად ის მაინც გეთქვა ვინმე ჩასულიყო საჯარიმოში. ერთი 30 ჩაწოდება გაკეთდა და საჯარიმოში არავინ იყო 7 ნომრის გარდა, გაურკვეველია ვის უწვდიდნენ

22:12 | 09.07.2017
ogafa (10220)

მწვრთნელია საჭირო სასწრაფოდ

0.134635