ფეხბურთი

1:50 | 3.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩოჩიშვილი: "პორტუგალიაზე ძლიერი ნაკრები გვყავს"

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა პორტუგალიასთან (0:1) წაგებული მატჩისშემდგომ კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა მეკარის განცხადებით. საქართველო მარცხს არ იმსახურებდა და იღბალმა ზურგი აქცია.

„ფსიქოლოგიურად თერთმეტრიანს თამაშზე არ უმოქმედია იმიტომ, რომ მანამდეც და მას მერეც, საკმაოდ დიდ უპირატესობას ვფლობდით. ძალიან დასანანი მარცხი იყო - დაახლოებით 7-8-ჯერ დავარტყით და მსაჯის შეცდომის გამო გოლი გაგვიტანეს.

პორტუგალია კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათზე ბევრად ძლიერები ვიყავით და ეს თამაშის დროსაც დავამტკიცეთ. გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა ასეთი ანშლაგისთვის, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდით. ვეცდებით, შემდეგ მატჩებში იმედი გავამართლოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

შანსი თანაბარია, რადგან ჯგუფიდან ორი გუნდი გადის. პორტუგალია ფავორიტია და ამიტომ მათთან ასეთი თამაში გვაძლევს იმის საფუძველს, რომ შვედეთთან და ჩეხეთთან უპირატესობა გვექნება. ვეცდებით ეს უპირატესობა შედეგში ავსახოთ. დღეს კი, იღბალმა გვაქცია ზურგია და ამიტომ წავაგეთ“, - თქვა ჩოჩიშვილმა.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები მეორე შეხვედრას 5 ივლისს, შვედი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.156758