ფეხბურთი

10:05 | 1.07.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "გუნდებმა თავი უნდა დახარონ"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ევროპა ლიგაზე ქართული გუნდების გამოსვლას აფასებს და ამბობს, რომ გუნდებმა თავი უნდა დახარონ ანალიზი გაუკეთონ მომხდარს.

როგორც კობიაშვილმა TV „იმედის“ სპორტულ გადაცემაში თქვა, პრობლემა ეროვნული ლიგის ახალი ფორმატი არაა:

„მე თავიდანვე ვთქვი, თუ რატომ მოხდა ფორმატის ცვლილება. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. ნამდვილად ძნელია დღეს ვისაუბრო იმაზე, რომ ეს კარგი გამოდგა, რადგან ფაქტია, სამივე გუნდმა წარუმატებლად ითამაშა. დარწმუნებული ვარ და ვერავინ მეტყვის, ძველი ფორმატი უკეთესი იყო და ხელს უწყობდა გუნდებს. უბრალოდ, რაღაც პერიოდი, წლები სჭირდება, რომ გუნდები გადაეწყონ, შეეგუონ ახალ სისტემას. ფაქტია, რომ როდესაც, გუნდმა იცის 6 თვით ადრე, რომ ევროტურნირებზე ითამაშებ, მეტი დრო გაქვს მოემზადო და გუნდი ჩამოაყალიბო კონკრეტული ტურნირისთვის.

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ახალმა ფორმატმა ხელი შეუშალა კლუბებს. უბრალოდ, გუნდებმა ამ სიტუაციაში თავი დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო, ანალიზი გააკეთო და ეცადო, რომ შემდგომში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ ბრალეულობა ფორმატში ეძებო, ჩემი აზრით, არასერიოზულია. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი სწორია და მომავალი ამას დაგვანახებს. ეს ცვლილება კი, მხოლოდ ევროტურნირების გამო არ მომხდარა, სხვა მიზეზებიც იყო და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. სწორი იქნება, თუ კლუბები ანალიზს გააკეთებენ და სიტუაციას შეაფასებენ“, - განაცხადა კობიაშვილმა სპორტულ გადაცემა „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110236