ფეხბურთი

11:33 | 30.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფრუიძე: „დღევანდელი რეალობა სამწუხაროა“

საჩხერის „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ „ალტახთან“ წაგებული 0:1 მატჩის შემდგომ WORLDSPORT.GE-სთან საუბარში თამაში მიმოიხილა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეაფასა. როგორც საჩხერელთა სპეციალისთმა გვითხრა ბოლომდე დაიხარჯებიან, თუმცა სამწუხარო რეალობას ვერ შეცვლის.

„მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ თუ გვეყოფოდა ძალები, რომ ბოლომდე გვებრძოლა გამარჯვებისთვის და იმ საგოლე მომენტებს თუ გამოვიყენებდით, აი ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი და, როგორც გამოჩნდა მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რომელიც გვქონდა, უფრო მეტიც ბოლო შეტევაზე გადასვლის დროს არ გვეყო ძალა, რომ დაგვერტყა“.

„შანსებს რაც შეეხება, მეტოქეს მეტი პოტენციალი აქვს, რადგან გასვლაზე აქვს მოგებული, მაგრამ ჩვენ რასაც შევძლებთ, ბოლომდე დავიხარჯებით. დღეს ეს რეალობაა სამწუხაროდ“.

„მეორე სართულის პრობლემას რამდენადაც მოველოდი, იმდენი არ იყო იმიტომ, რომ „ალტახის“ ფეხბურთელები გაბედულად ვერ მოდიოდნენ შეტევაში, მაგრამ ფაქტია სიმაღლეების გარდა შეუძლიათ სხვაგვარად გადააწყონ თამაში და ისე გვეთამაშონ“, - გვითხრა სოსო ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ალტახსა“ და „ჩიხურას“ შორის განმეორებითი მატჩი 6 ივლისს გაიმართება.

0.11122