ფეხბურთი

18:33 | 10.06.2017 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება 13 წლის შემდეგ

ანდორის ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური თამაში 13-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო. გუშინ ანდორელებმა უნგრეთის ნაკრებს მარკ რებესის გოლით მოუგეს და ისტორია შეცვალეს.

მანამდე ანდორის ნაკრების ბოლო გამარჯვება 2004 წლის 13 ოქტომბრით თარიღდებოდა (მაკედონიასთან 1:0). განვლილმა 13-მა წელიწადმა 66 ოფიციალური თამაში დაიტია და როგორც იქნა, ანდორამ ნავსი გატეხა.

აღსანიშნავია, რომ ანდორელებმა მარტში ფარერების ნაკრებთან ფრედ ითამაშეს და მაშინ წაგებათა გრძელ სერიას მოუღეს ბოლო. ამჯერად უკვე 3 ქულაც მოიპოვეს და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 6 შეხვედრაში 4 ქულას მოუყარეს თავი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111836