ფეხბურთი

10:00 | 30.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამო" უკრაინელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

ბათუმის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ზღვისპირელებს ამიერიდან უკრაინელი სპაციალისტი კონსტანტინ ფროლოვი გაწვრთნის. ამის შესახებ „დინამოს“ ფეისბუქ-გვერდი ოფიციალურად გვამცნობს.

ფროლოვმა ახალ გუნდთან ერთად წვრთნის ჩატარება უკვე მოასწრო.

44 წლის ფროლოვისთვის საქართველო და მეტწილად, აჭარა, უცხო ადგილი არაა - 2014-2015 წლების სეზონში სამი თვის განმავლობაში იგი ქობულეთის „შუქურას“ ავარჯიშებდა. მანამდე კი, ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრების თავკაცი იყო.

უკრაინელი, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე კვირის წინ დათხოვილი ლევან ხომერიკი შეცვალა, განსაკუთრებული სამწვრთნელო წარმატებებითა და გამოცდილებით ვერ დაიკვეხნის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116514