ჩოგბურთი

14:31 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სვიტოლინა რეიტინგში დაწინაურდა 

დღეს WTA-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოქვეყნა. რომის მასტერსის გამარჯვებულმა უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ მე-11 ადგილიდან მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა. გარბინე მუგურუზა მეშვიდედან მეხუთეზე გადავიდა.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი სოფო შაფათავა 244-ე ადგილზეა.

  1. ანგელიკა კერბერი – 7035 ქულა
  2. სერენა უილიამსი - 6110
  3. კაროლინა პლისკოვა – 6100
  4. სიმონა ჰალეპი – 5790
  5. გარბინე მუგურუზა – 4636
  6. ელინა სვიტოლინა – 4575
  7. დომინიკა ცობულკოვა – 4480
  8. იოჰანა კონტა – 4330
  9. სვეტლანა კუზნეცოვა – 4310
  10. აგნეშკა რადვანსკა – 4095

244. სოფო შაფათავა - 208

0.116821