“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდო ჟარდიმმა “იუვენტუსთან” დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, მიუხედავად იმისა, რომ პირველ თამაშში “ბებერმა ქალბატონმა” პრობლემები შეგვიქმნა, ამ სიტუაციიდან თავი უნდა დავაღწიოთო.
“იუვენტუსმა” პირველ თამაშში პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ უნდა ვეცადოთ და რაღაც შევცვალოთ. დანი ალვეშმა საოცარი თამაში აჩვენა, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან დიდი ფეხბურთელია და ამ ტიპის შეხვედრებს მიჩვეულია. ზოგაგად “იუვენტუსი” შესანიშნავი გუნდია და წარმატების მიღწევა თუ გვსურს, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. ბევრს ველი ფალკაოსგან. რაც შეეხება მენდის, იგი 100%-ით მზად არ არის სათამაშოდ და ეს გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული”, - განაცხადა ჟარდიმმა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი “იუვენტუსაა” და “მონაკოს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.