ფეხბურთი

17:49 | 1.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ლიგა - მეოთხე ტური

29 – 30 აპრილს, “მოყვარულთა თასი 2017”-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. უმაღლეს ლიგაში ლიდერობას ინარჩუნებს „სეუ“, რომელმაც „დიდუბე“ 3:1 დაამარცხა. გამორჩეული შეხვედრა „კვარტალი“ – „ვაზისუბანის“ დაპირისპირება გახდა, რომელშიც კვარტალმა ბოლო წამებზე გატანილი გოლით 4:3 იმარჯვა. დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მეორეადგილოსანმა „უქიმერიონმა“ , რომელმაც „ნახალოვკა“ 5:0 დაამარცხა.

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი თემო ვაჩანძე გახდა, რომელიც ნახალოვკასთან შეხვედრაში 3 გოლით გამოირჩა.

პირველ ლიგაში დაძაბულ შეხვედრებში იმარჯვეს ლიდერებმა: “დადიანმა“ 2:0 „ლოკომოტივთან“; „თ.ს. სასამართლომ“ 4:3 „ ბასიანთან“; „ქომაგებმა“ 2:1 „უქიმერიონ 1960 თან“.

საინტერესო და დაძაბული გამოდგა „პლატინუმი“ - „გლდანის“ შეხვედრა, რომელშიც პლატინუმმა მატჩის დასაწყისსა და ბოლოში გატანილი გოლით 2:0 იმარჯვა.

ტურის გამორჩეული ფეხბურთელი „ვენდისის“ ნახევარმცველი ბაგრატ აბრამიშვილი გახდა, რომელმაც ბასასთან 3 გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.

ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:

ტელეკომპანიები: აჭარა და თრიალეთი. ინტერნეტპორტალები: „Sportstar.ge“, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“,„1news.ge“, „epn.ge“, „ავტორადიო“და რადიოჯაკო.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.197346