ფეხბურთი

2:00 | 24.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: სკუდეტო თითქმის ტურინშია - მჭედლიძე "სან სიროზეც" იტანს (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXXIII ტურის შემდეგ “იუვენტუსმა” “რომასთან” ქულათა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დედაქალაქური გუნდი ამავე ტურის მატჩს ორშაბათს ჩაატარებს. კალჩოს მორიგი სათამაშო დღე დასამახსოვრებელი გამოდგა ლევან მჭედლიძესთვისაც – ქართველმა “მილანის” კარი ლამაზი თავურით დალაშქრა. მოკლედ, მოსაყოლი ბევრია.

ჯერ ჩემპიონის თამაშზე ვთქვათ: “იუვენტუსმა” “ჯენოას” უმასპინძლა და პირველ წრეში განცდილი მწარე მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო – მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დაამტკიცა, რომ გადასარევ ფორმაშია და სეზონის ბოლომდე თუ შეინარჩუნებს ასეთ ფორმას, ვინძლო ისტორიაში საუკეთესო წელი გამოდგეს. გეტყვით, რომ ალეგრიმ ახალი ტაქტიკით ათამაშა თავისი გუნდი (3-4-3), თუმცა “ბებერ ქალბატონს” ახალ სისტემასთან მორგება საერთოდ არ გასჭირვებია. 4 გატანილი გოლი, სამი ძელი და უამრავი საგოლე მომენტი – ასეთია საბოლოო მონაგარი. ერთმანეთზე მოხდენილი გოლები შეაგდეს პაულო დიბალამ, მარიო მანჯუკიჩმა და ლეონარდო ბონუჩიმ, ხოლო მანამდე კლაუდიო მარკიზიომ ყველაფერი გააკეთა, რომ მუნიოსს თავისი კარი დაელაშქრა. სხვათა შორის, “ჯენოა” მიმდინარე სეზონში საუკეთესო გუნდია თავის კარში გატანილი გოლებით... ლიგურიელებმა ავტოგოლი უკვე ოთხჯერ მიითვალეს. აქვე გეტყვით, რომ ბონუჩი ერთადერთი მცველია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ბოლო ოთხ სეზონში მინიმუმ 2 გოლის გატანა მოახერხა. საერთოდ კი, უკანასკნელ სამ სეზონში სტაბილურად ახერხებს მეტოქეთა კარში სამი გოლის გატანას. “იუვემ” 83 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეექვსე სკუდეტო ხელის გაწვდენაზეა.

სამაგიეროდ, ევროპა ლიგაზე გასვლის საკითხი ძალზე გაირთულა “მილანმა” – არადა, “ინტერმა” თავისი მატჩი წააგო და წესით კონკურენტის წაფორხილებით “როსონერის” უნდა ესარგებლა, თანაც მეტოქეც არ ჰყავდა მაინცდამაინც ძლიერი მაგრამ... “ემპოლისთან” შეხვედრაში ლომბარდიელებს უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდათ და დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ რომ ეთამაშათ, ნამდვილად მოიგებდნენ, მაგრამ საგოლე მომენტების მხოლოდ შექმნა არ კმარა, მისი გოლად ქცევაც საჭიროა. სასიხარულოა, რომ აღნიშნულ მატჩში ანგარიში ლევან მჭედლიძემ გახსნა, რომელმაც მე-40 წუთზე კრისტიან ძაპატა დაჩაგრა და ჯანლუიჯი დონარუმას შანსი არ დაუტოვა. თავის მხრივ, სამწუხაროა ის, რომ ლევანმა მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. როგორც, ამ დროისთვისაა ცნობილი, მჭედლიძის დაზიანება სერიოზული სახის არაა. მის გარეშე კი, ტოსკანელებმა მეორე გოლიც გაუტანეს “მილანს” – მასიმო მაკარონეს კარგი პასი ბაბა ტიამმა შეირგო. ჯანლუკა ლაპადულას გოლი კი, მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა. “მილანი” მეექვსე ადგილზე დარჩა და “ატალანტას” უკვე 5 ქულით ჩამორჩება. წესით, ახლა ვინჩენცო მონტელას შეგირდთა მთავარი საზრუნავი სწორედ მეექვსე პოზიციის შენარჩუნება უნდა იყოს...

ვერ მოიგო “ნაპოლიმ” და დიდი ალბათობით, მეორე ადგილზე ვეღარ გავა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლიტანელები დამდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ითამაშებენ და არა პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე. მაურიციო სარის გუნდი რეჯიო ემილიაში “სასუოლოს” დაუზავდა (2:2). ეგ კი არა, მარცხთან იყო ახლოს და ბოლოსკენ არკადიუშ მილიკს რომ არ ევარგა, უქულოდ მოუწევდა შინ დაბრუნება.

ბრწყინვალე ფორმაშია რომის “ლაციო” და “არწივებს” ევროპა ლიგის საგზური შეიძლება ითქვას, ჯიბეში აქვთ. სიმონე ინძაგის გუნდმა ამჯერად შინ “პალერმო” მიიღო და კუდით ქვა ასროლინა. უკვე 26-ე წუთისთვის ტაბლოზე 5:0 ენთო – ჩირო იმმობილემ დუბლი, ხოლო კეიტა ბალდემ ჰეთ-თრიქი გაიფორმა. სხვათა შორის სენეგალელი გახდა ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის ავტორი ბოლო 43 წლის განმავლობაში. ისიც ვთქვათ, რომ 1938 წლის მერე, როდესაც ხსენებულ დროში “იუვენტუსმა” გაუტანა 5 გოლი “ფიორენტინას”, ასე შედეგიანად არცერთ გუნდს არ უთამაშია. აღნიშნულ მატჩს და მასში შემდგომ განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, მეორე ტაიმის დასაწყისში რისპოლიმ დუბლი შეასრულა და სიცილიელებს ნამუსი მცირდეთი ჩამოწმინდა, ხოლო წერტილი ლუკა კრეკორმ დასვა – 6:2. “ლაციო” მეოთხე ადგილზე დამსახურებულად იმყოფება. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ზონა საკმაოდ შორსაა და ალბათ ეს, “არწივთა” მაქსიმუმი იქნება მიმდინარე სეზონში.

ტურის სხვა მატჩებს რაც შეეხება – “კიევოს” “ტორინომ” მისსავე მოედანზე უპრობლემოდ აჯობა. ისევე როგორც “კროტონემ” “სამპდორიას”, ხოლო “უდინეზემ” სახლში “კალიარის” დამარცხება შეძლო.

“სასუოლო” – “ნაპოლი” 2:2 (0:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 12 000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, კანავარო, აჩერბი, დელ’ორკო; პელეგრინი (მაციტელი 46), სენსი, დანკანი; ბერარდი (რიჩი 79), დეფრელი (მატრი 46), რაგუზა

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი (გულამი 85); ალანი (ზიელინსკი 69), ჟორჟინიო (მილიკი 81), ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 მერტენსი (52), 1:1 ბერარდი (59), 2:1 მაციტელი (80), 2:2 მილიკი (84)

გაფრთხილება: მაციტელი (64), სენსი (77), დანკანი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 14 (9) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ანტონიო დამატო

“მილანი” – “ემპოლი” 1:2 (0:1) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 39 529

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, პალეტა, დე შილიო (ოკამპოსი 71); პაშალიჩი, სოსა, მატი ფერნანდესი (ბაკა 63); სუსო, ლაპადულა, დეულოფეუ

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი (ძამბელი 65), ბელუსკი, ბარბა, პასკუალი; კროჩე, დიუსე, მაური (ტელო 57); ელ კადური; ბაბა ტიამი, მჭედლიძე (მაკარონე 53)

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

გოლები: 0:1 მჭედლიძე (40), 0:2 ბაბა ტიამი (67), 1:2 ლაპადულა (72)

გამოუყენებელი პენალტი: სუსო (59, მეკარე)

გაფრთხილება: სოსა (21), დე შილიო (48), ლაპადულა (82) – ბაბა ტიამი (56), ტელო (82), ელ კადური (89), ბელუსკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (13) – 9 (8) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“კიევო” – “ტორინო” 1:3 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 13 000

“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; დეპაოლი (იცკო 83), დაინელი, სპოლი, ფრეი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (კინი 70); ბირსა (გაკპე 64); პელისიერი, ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ტორინო” (4-2-3-1): ჰარტი; დე სილვესტრი (ძაპაკოსტა 24), როსეტინი, მორეტი, აველარი (ბარეკა 83); აკქუა, ბაზელი (ვალდიფიორი 79); იაგო ფალკე, ლიაიჩი, ბოიე; ბელოტი

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 0:1 ლიაიჩი (52), 0:2 ძაპაკოსტა (56), 1:2 პელისიერი (65), 1:3 იაგო ფალკე (75)

გაფრთხილება: კინი (80) - ძაპაკოსტა (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (3) – 16 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ლაციო” – “პალერმო” 6:2 (5:0) VIDEO

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“ლაციო” (3-5-2): სტრაკოშა; უოლასი, დე ვრეი, ჰუდტი; ფელიპე ანდერსონი, პაროლო (ლუკაკუ 46), ბილია, მილინკოვიჩ-სავიჩი (კრეკო 70), ლულიჩი; იმმობილე, კეიტა (ლომბარდი 83)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“პალერმო” (3-4-2-1): პოსავეცი, სუნჯიჩი, გონსალესი, გოლდანიგა; რისპოლი, იაიალო (ჩოჩევი 66), გაცი, მორგანელა; სალაი (ბრუნო ენრიკე 25), ლო ფასო (ტრაიკოვისკი 74); ნესტოროვსკი

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი

გოლები: 1:0 იმმობილე (8), 2:0 იმმობილე (10), 3:0 კეიტა (21), 4:0 კეიტა (24, პენ), 5:0 კეიტა (27), 5:1 რისპოლი (47), 5:2 რისპოლი (52), 6:2 კრეკო (62)

გაფრთხილება: მილინკოვიჩ-სავიჩი (59) – გაცი (63)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (11) – 5 (2) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“სამპდორია” – “კროტონე” 1:2 (1:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 000

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; ბერეშჟინსკი, სილვესტრე, სკრინიარი, დოდო (რეჯინი 72); ბარეტო (ალვარესი 84), ტორეირა, პრატი (ჯურიჩიჩი 68); ბრუნო ფერნანდესი; კვალიარელა, შიკი

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“კროტონე” (4-4-2): კორდაზი; როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი (სტოიანი 59), ბარბერისი, კრისეტიჯი, ნალინი (აკოსტი 80); ტროტა (ნვაკნვკო 74), ფალჩინელი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 1:0 შიკი (21), 1:1 ფალჩინელი (67), 1:2 ნვანკვო (80)

გაფრთხილება: პრატი (61), ტორეირა (83) – ჩეკერინი (62), ფერარი (79), ფალჩინელი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 8 (6) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 4:6

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“უდინეზე” – “კალიარი” 2:1 (0:0)

უდინე, “დაჩია სთედიუმი”

მაყურებელი: 17 000

“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, ანჯელა, დანილო, ფელიპე; ბადუ (კუმსი 58), ჰალფრედსონი, იანკტო (გაბრიელ სილვა 90); დე პაული, ძაპატა, ტერო (პერიცა 65)

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

“კალიარი” (4-3-1-2): რაფაელი; ისლა, სალამონი, ბრუნო ალვეში, მურუ; დეიოლა (პადოინი 80), ტაკჩიდისი, ბარელა (ფარაგო 76); ჟოაო პედრო (ფარიასი 69); ბორიელო, საუ

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 პერიცა (70), 2:0 ანჯელა (73), 2:1 ბორიელო (86)

გაფრთხილება: ფელიპე (58) – ბარელა (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 9 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 1:5

მსაჯი: ვალერიო მარინი

“იუვენტუსი” – “ჯენოა” 4:0 (3:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (3-4-3): ნეტო; ბარძალი, ბონუჩი, ბენატია; ლიხშტიანერი, ხედირა (რინკონი 69), მარკიზიო (მანდრაგორა 86), ასამოა; დიბალა, იგუაინი, მანჯუკიჩი (სტურარო 82)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ჯენოა” (3-4-3): ლამანა; ჯენტილეტი, ბურდისო (ბირასკი 67), მუნიოსი; ლაქსალტი (ბეგეტო 48), ველოზუ, კატალდი, ლაზოვიჩი (ჰილიემარკი 87); ნტჩამი, სიმეონე, პალადინო

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 1:0 მუნიოსი (17, ა.გ), 2:0 დიბალა (19), 3:0 მანჯუკიჩი (41), 4:0 ბონუჩი (64)

გაფრთხილება: ბურდისო (34)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 8 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

ბომბარდირები: ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 25 გოლი, ედინ ჯეკო (“რომა”) – 25, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 24, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 23, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 22, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 20.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139603