ლონდონის “არსენალის” და კოლუმბიის ნაკრების მეკარე დავიდ ოსპინა შესაძლოა, თურქეთის სუპერლიგაში სათამაშოდ გადავიდეს – იუწყება ცნობილი გამოცემა TalkSPORT–ი.
28 წლის მეკარეს პეტრ ჩეხთან არსებული კონკურენციის გამო “არსენალში” თამაში ხშირად არ უწევს, რითაც უკმაყოფილოა და სამუშაო ადგილის შეცვლა სურს. ზემოთ აღნიშნული წყაროს თანახმად, კოლუმბიელმა მეკარემ და “ფენერბახჩემ” შეთანხმებას მიაღწიეს და დიდი შანსია, რომ დავიდმა მომდევნო სეზონიდან სტამბოლური გრანდის კარი დაიცვას.
ოსპინამ მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა, 21 გოლი გაუშვა და 4-ჯერ კარი მშრალად შეინახა.