სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:50 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: "უკრაინის საუკეთესო გუნდში მოვხვდი"

ოდესის “ჩერნომორეცის” ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას “შახტარში” გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა “მეშახტეებთან” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომენტარი თავის ინსტაგრამზე გააკეთა და თქვა, რომ უკრაინის საუკეთესო გუნდში მოხვდა.

“მადლობა მინდა გადავუხადო “მეშახტეებს”. მოხარული ვარ, რომ უკრაინის საუკეთესო გუნდში მოვხვდი. “ჩერნომორეცს” ჯერ არ ვემშვიდობები. მათთან ერთად კიდევ 8 მატჩი მაქვს ჩასატარებელი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მიზნებს მივაღწიოთ და ღირსეულად გამოვემშვიდობო”, - დაწერა ხოჭოლავამ.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა “ჩერნომორეცში” 2015 წლიდან ასპარეზობდა და ჩატარებულ 39 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება “მაღაროელებს”, მათთან ქართველმა ფეხბურთელმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114238