სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

12:00 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” VS “ბარსელონა” – სტატისტიკა, ისტორია, ფაქტები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დამდეგ კვირაში განახლდება. წინ უაღრესად საინტერესო მეოთხედფინალური მატჩები გველის. მათ შორის, ერთ-ერთია “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება – ბერლინის ფინალის რიმეიქი.

აქვე გეტყვით, რომ კატალონელებმა მერვედფინალში პსჟ-ს ოთხბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრეს და ამით რეკორდი დაამყარეს. რა თქმა უნდა, WORLDSPORT.GE აღნიშნული მატჩის შესახებ უშუალოდ, თამაშის დღეს უფრო ვრცლად ისაუბრებს, მაგრამ მანამდე თვალი გადავავლოთ ურთიერთშეხვედრებს (ტურინში), სტატისტიკას, საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს.

ურთიერთშეხვედრები

ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2015 წლის ივნისში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ კატალონელებმა იმძლავრეს 3:1. ანგარიში ივან რაკიტიჩმა გახსნა, ალვარო მორატამ გაათანაბრა, ხოლო ლუის სუარესმა და ნეიმარმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

2015 წლის 6 ივნისს, “ოლიმპიაშტადიონზე” გუნდებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:

“იუვენტუსი”: ბუფონი, ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ევრა (კომანი 89), მარკიზიო, პირლო, პოგბა, ვიდალი (პერეირა 79), მორატა (ლორენტე 85), ტევესი

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (მატიე 90), ინიესტა (ჩავი 78), მესი, სუარესი (პედრო 90), ნეიმარი

აღნიშნულ შეხვედრამდე, “ბარსას” “იუვე” 1991 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული. ხსენებულ წელს, კატალონიელებმა, რომელთაც იოჰან კრუიფი წვრთნიდა, ჯიჯი მაიფრედის “იუვენტუსი” შინ 3:1 დაამარცხეს, ხოლო იტალიაში 0:1 წააგეს, თუმცა თასების თასის ფინალში მაინც გავიდნენ.

1985-1986 წლების სეზონშიც უფრო ძლიერი ესპანური გუნდი აღმოჩნდა. კატალონაში ყველაფერი ხულიო ალბერტოს გოლმა გადაწყვიტა, ხოლო ტურინში სივ არჩიბალდმა და მიშელ პლატინიმ გაცვალეს გოლები.

2002-2003 წლების სეზონში კი, როდესაც ასევე მეოთხედფინალში გადაიკვეთა “იუვესა” და “ბარსას” გზები, მომდევნო ეტაპზე “ბებერი ქალბატონი” გავიდა – ტურინში პაოლო მონტეროს ხავიერ სავიოლამ უპასუხა. აღსანიშნავია, რომ მაშინ “იუვენტუსის” კარს ჯიჯი ბუფონი იცავდა, ხოლო კატალონელთა ღირსება ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე.

2003 წლის 9 აპრილს, “დელე ალპიზე” შემდეგმა ფეხბურთელებმა ითამაშეს:

“იუვენტუსი”: ბუფონი, ფერარა, ტაკინარდი, მონტერო, ტუდორი (ბირინდელი 61), ტურამი, ძამბროტა (ზალაიეტა 67), დავიდსი, ნედვედი, კამორანეზი, დელ პიერო (დი ვაიო 82)

“ბარსელონა”: ბონანო, რაიციგერი, ფ. დე ბური, პუიოლი, ტიაგო მოტა, გაბრი, ჩავი (ხერარდი 74), რიკელმე (მენდიეტა 63), ოვერმარსი (ლუის ენრიკე 83), კლუივერტი, სავიოლა

“კამპ ნოუზე” კი, პაველ ნედვედის 53-ე წუთზე გატანილი გოლი ჩავიმ 66-ე წუთზე გაქვითა. გადამწყვეტი აღმოჩნდა დამატებით დროში მარსელო ზალაიეტას გოლი 114-ე წუთზე. საგულისხმოა, რომ 79-ე წუთიდან მოყოლებული “იუვე” ედგარ დავიდსის გაძევების გამო კაცნაკლული თამაშობდა.

მთლიანობაში “ბარსელონა” უპირატესობას ფლობს: 7 თამაში, 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ბურთების შეფარდება: 10:7.

სტატისტიკა

“იუვენტუსი”

“იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მეჩვიდმეტედ ითამაშებს. აქამდე ბალანსი დადებითია: 11 მოგება, 5 წაგება. ბოლო შვიდი გათამაშებიდან კი, ეს მხოლოდ მესამე მეოთხედფინალია.

“ბებერ ქალბატონს” ევროტურნირებზე საკუთარ მოედანზე უკვე 21 თამაშია რაც არ წაუგია – 11 მოგება, 10 ფრე. ბოლოს ტურინში, მიუნხენის “ბაიერნმა” მოიგო 2013 წლის აპრილში (2:0).

მიმდინარე სეზონში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სახლში ოთხიდან ორი მატჩი მოიგო და ორიც ფრე ითამაშა.

რაც შეეხება ესპანურ გუნდებთან პლეი-ოფში დაპირისპირებას, აქაც “იუვე” უპირატესობას ფლობს: რვა შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო ექვსჯერ გავარდა.

მიმდინარე სეზონში “იუვენტუსი” უკვე ეთამაშა მეორე ესპანურ გუნდს – ჯგუფში “სევილიასთან” შინ ფრე ითამაშა (0:0), ხოლო ანდალუზიაში მოიგო – 3:1.

მთლიანობაში ტურინელთა ბალანსი ესპანურ გუნდებთან საკუთარ მოედანზე ძალზე დადებითია: 14 მოგება, 8 ფრე და 2 წაგება.

“ბარსელონა”

“ბარსელონა” მეოთხედფინალში ზედიზედ 10 სეზონია გადის. ეს ბარიერი საერთო ჯამში კატალონელებმა 14-ჯერ გადალახეს, ხოლო ოთხჯერ ვერ. ბოლო სამ სეზონში კი, ორჯერ მოუწიათ მეოთხედფინალიდან გამოთიშვა. ორჯერვე “ატლეტიკოსთან” დათმო “ბარსამ”. მანამდე, იგივე რამ ბოლოს 2003 წელს შეემთხვა და მაშინ, სწორედ “იუვენტუსის” ბარიერი ვერ დაძლია.

“პარი სენ ჟერმენის” ძლევის შემდეგ “ბარსა” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრა. მანამდე საუკეთესო შედეგი “დეპორტივოს” ჰქონდა, რომელმაც 2004 წელს “მილანთან” 1:4 წაგების მერე მოახერხა ნახევარფინალში გასვლა.

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო სამი გასვლითი მატჩიდან ორი წააგო.

“ბლაუგრანას” იტალიურ გუნდებთან პლეი-ოფში თამაში 11-ჯერ მოუწია და დიდებული შედეგი აქვს: ესპანელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა რვაჯერ მოახერხეს და მხოლოდ სამჯერ დამარცხდნენ ორმატჩიან რაუნდში.

“ბარსელონას” ბოლოს იტალიაში 2015 წელს მოუწია თამაში, როდესაც “რომას” დაუზავდა (1:1). მთლიანობაში კი, აპენინის ნახევარკუნძულზე შემდეგნაირად თამაშობს: 6 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება და ეს ჩინებული შედეგია.

გზაჯვარედინი: ფეხბურთელები და მწვრთნელები

მასიმილიანო ალეგრის “ბარსელონასთან” ძალზე ცუდი მოგონებები აკავშირებს. ფინალში წაგების გარდა, “მილანთან” ერთად ზედიზედ ორი სეზონი დამარცხდა პლეი-ოფში ესპანურ ტიტანთან. 2011-2012 წლების სეზონში, მეოთხედფინალში (1:3) და 2012-2013 წლების სეზონში მერვედფინალში (2:4).

ლუის ენრიკე “რომას” ავარჯიშებდა 2011-2012 წლებში და “იუვენტუსთან” სამჯერ მოუწია თამაში. რომში 1:1 დაფიქსირდა, ხოლო ტურინში ჯერ თასზე 0:3 წააგო, მერე ჩემპიონატში 0:4 განადგურდა.

დანი ალვეში “იუვენტუსში” “ბარსელონადან” გადავიდა. ბრაზილიელმა კატალონიაში 2008-2016 წლებში 391 თამაში ჩაატარა და 23 ტიტული მოიგო.

ხედირას 2012 წელს “ბარსელონასთვის” გატანილი აქვს. ეს იყო ერთადერთი გოლი გერმანელისთვის იმ 18 თამაშიდან, როცა “ბარსას” დაუპირისპირდა.

გონსალო იგუაინსაც კატალონელთა წინააღმდეგ 18-ჯერ უთამაშია და მხოლოდ სამი გოლი გაუტანა.

მარიო მანჯუკიჩმა 2015 წლის 11 იანვარს, “კამპ ნოუზე” 1:3 წაგებულ შეხვედრაში პენალტი გაიტანა.

ლუკას დინიე “რომაში” თამაშობდა გასულ სეზონში. მისი თანაგუნდელი რომაულ გუნდში ახლა უკვე “იუვეს” მოთამაშე მირალემ პიანიჩი გახლდათ.

დენის სუარესს “ვილიარეალის” რიგებში გოლი აქვს გატანილი “ნაპოლისთვის”, რომლის ღირსებასაც გონსალო იგუაინი იცავდა.

ივან რაკიტიჩს “იუვენტუს სთედიუმზე” ევროპა ლიგა აქვს მოგებული 2014 წელს “სევილიაში” თამაშის დროს.

სამუელ უმტიტი თამაშობდა “ლიონის” მეორე გუნდში იმ პერიოდში, როცა მირალემ პიანიჩი მთავარ გუნდში ირჯებოდა (2008-2011).

ჯორჯო კიელინიმ გოლი გაუტანა ევრო 2016-ზე ესპანეთის ნაკრებს, რომლის რიგებშიც ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და ანდრეს ინიესტა გამოდიოდნენ. თავის მხრივ, იტალიის ნაკრებში ითამაშეს კიელინის გარდა ლეონარდო ბონუჩიმ, ჯანლუიჯი ბუფონმა და ანდრეა ბარძალიმ.

ინიესტას, პიკესა და ბუსკეტსს ბუფონისთვის 2013 წლის კონფედერაციის თასზე პენალტები აქვთ გატანილი. ბონუჩიმ კი, გადამწყვეტი თერთმეტრიანი გააცუდა. იმავე ტურნირზე ბუფონს ნეიმარმაც გაუტანა გოლი.

ჟორდი ალბას იტალიის ნაკრების კარში და კერძოდ, ბუფონის, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაუტანია. მაშინ “სკუადრა აძურას” მხრიდან მოედანზე სხვა “იუვეს” ფეხბურთელებიც იყვნენ: კიელინი, ბარძალი, ბონუჩი და მარკიზიო.

ერთად უთამაშიათ

ნეიმარი და ალექს სანდრო (“სანტოსი” 2010-2011)

ხავიერ მასკერანო და გონსალო იგუაინი (“რივერ პლეიტი”, 2004-2005)

არდა თურანი და მარიო მანჯუკიჩი (“ატლეტიკო” 2014-2015)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და სამი ხედირა (გერმანია)

ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო და პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი (არგენტინა)

დანი ალვეში, ალექს სანდრო და ნეიმარი, რაფინია (ბრაზილია)

ივან რაკიტიჩი და მარიო მანჯუკიჩი, მარკო პიაცა (ხორვატია)

ესპანეთში უთამაშიათ

მარიო მანჯუკიჩი (“ატლეტიკო” 2014-2015)

სამი ხედირა (“რეალი”, 2010-2015)

გონსალო იგუაინი (“რეალი”, 2007-2013).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116736
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X