ფეხბურთი

15:30 | 1.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

სისინიო: “რეალში” ყოფნის დროს ლოთი ვიყავი”

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი სისინიო წარსულს იხსენებს და აღნიშნავს, რომ როდესაც “რეალში” ირჯებოდა, ყოველდღე შეექცეოდა ალკოჰოლურ სასმელებს.

“როცა “რეალში” მივედი, სიტუაცია ხელიდან გამექცა. ყოველდღე გონების დაკარგვამდე ვსვამდი. ნამდვილი ალკოჰოლიკი ვიყავი, რადგან ერთი კათხა ლუდით არ ვკმაყოფილდებოდი. ბევრს ვსვამდი და არამხოლოდ ღამით. ერთხელ ჟურნალისტებმაც დამინახეს ბარში”, - გაიხსენა წარსული სისინიომ Fox Sports-თან საუბრისას.

სისინიო “რეალში” 2005-2007 წლებში თამაშობდა და შემდეგ იტალიურ “რომაში” გადავიდა. ამჟამად კი, 36 წლის მოთამაშე უგუნდოდაა, ხოლო ბოლოს თურქეთში, “სივასფორის” ღირსებას იცავდა.

0.116248