სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

14:41 | 27.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 18 ქულა სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატში

17 წლის გოგა ბითაძე სერბეთის ეროვნულ ჩემპიონატს უშინაურდება და ისე შედეგიანად თამაშობს, როგორც დაბალ ასაკობრივ პირველობებში. სერბეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბითაძის „სმედეროვო“ სტუმრად „ვრაშცს“ შეხვდა და 69:105 წააგო, ქართელი ცენტრი კი სტუმართაგან საუკეთესო იყო.

ბითაძემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და 18 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. გოგამ 13-დან 8 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ცენტრის “სმედერევოს” ჩემპიონატში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს და ბოლო – მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 მარტს, შინ, “ტამისთან” ჩაატარებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.203094