ფეხბურთი

21:13 | 17.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე – კასპერ შმეიხელი

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “ლესტერ სიტის” მეკარე კასპერ შმეიხელი დასახელდა. ასე მიიჩნია გულშემატკივართა უმრავლესობამ და კერძოდ, 36%-მა.

შმეიხელმა “სევილიასთან” მატჩში ძალზე დამაჯერებლად ითამაშა და თერთმეტრიანიც მოიგერია. გარდა ამისა, ხუთი სეივიც ჰქონდა. მეორე ადგილზეც მეკარე გავიდა: მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი იან ობლაკი 31%-ით.

რაც შეეხება მესამე და მეოთხე პოზიციებს: კილიან მბაპე (“მონაკო”) 18% და პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 16%.

0.116718