გოგა ბითაძე ახალგაზრდული ევროლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს. მისმა გუნდმა, „მეგა ბიმაქსმა“ ბელგრადში ამას წინათ გამართულ ახალგაზრული ევროლიგის (2017 EUROLEAGUE BASKETBALL ADIDAS NEXT GENERATION TOURNAMENT) შესარჩევი ტურნირის ფინალში ითამაშა, მაგრამ „ცრვენა ზვეზდასთან“ წააგო და ოთხთა ფინალში ვერ გავიდა. ევროლიგის ხელმძღვანელობამ ფინალურ ტურნირზე გუნდების რაოდენობა გაზარდა, რითაც ბითაძის გუნდს მასში ასპარეზობის საშუალება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით, გადამწყვეტ შეჯიბრში მხოლოდ შესარჩევი ჯგუფების გამარჯვებულებს უნდა ეთამაშათ და ეს პატივი ესპანურ “ბარსელონასა” და “რეალს”, ლიტვურ “ჟალგირისსა” და სერბულ “ცრვენა ზვეზდას” ერგოთ.
ბითაძის კლუბმა შესარჩევი ფინალი სწორედ ბელგრადელებთან დათმო, არადა, ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა ტურნირი დიდებულად განვლო და სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, რაც გასაკვირი არ ყოფილა. მისი საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 27 წუთი, 16.5 ქულა, 12.0 მოხსნა, 2.8 დაფარება, სარგებლიანობის კოეფიციენტი 26.8.
“მეგა ბემაქსის” იუნიორებმა “ცრვენა ზვეზდასთან” მარცხი მძიმედ კი გადაიტანეს, თუმცა, ევროლიგის ხელმძღვანელობამ მათთვის სასიხარულო გადაწყვეტილება გამოიტანა და ფინალური რაუნდში გუნდების რაოდენობა ოთხიდან რვამდე გაზარდა.
შესაბამისად, “მეგა ბემაქსის” გარდა, სპეციალური მიწვევა გაეგზავნათ ფრანგულ “პარიზს”, რუსულ ცსკა-სა და თურქულ “ფენერბაჰჩეს”. ახალი ფორმატის თანახმად, მონაწილეები ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ, საუკეთესოები კი ერთმანეთს ფინალში გაეჯიბრებიან.
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალური ეტაპი სტამბოლში, ევროლიგის ძირითადი ტურნირის ოთხთა ფინალის პარალელურად გაიმართება.
A ჯგუფი
“პარიზი” (საფრანგეთი)
“ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი)
ცსკა (რუსეთი)
“ბარსელონა” (ესპანეთი)
B ჯგუფი
“ფენერბაჰჩე” (თურქეთი)
“მეგა ბემაქსი” (სერბეთი)
“რეალი” (ესპანეთი)
“ჟალგირისი” (ლიტვა)
18 მაისი
“ცრვენა ზვეზდა” – ცსკა
“პარიზი” – “ბარსელონა”
“მეგა ბემაქსი” – “რეალი”
“ფენერბაჰჩე” – “ჟალგირისი”
19 მაისი
“პარიზი” – “ცრვენა ზვეზდა”
ცსკა – “ბარსელონა”
“ჟალგირისი” – “მეგა ბემაქსი”
“რეალი” – “ფენერბაჰჩე”
20 მაისი
“პარიზი” – ცსკა
“ცრვენა ზვეზდა” – “ბარსელონა”
“რეალი” – “”ჟალგირისი
“ფენერბაჰჩე” – “მეგა ბემაქსი”
21 მაისი
A ჯგუფის გამარჯვებული – B ჯგუფის გამარჯვებული
gbf.ge