ფეხბურთი

21:52 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" მერვედფინალში გავიდა

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეთექვსმეტეფინალში "საბურთალომ" "შევარდენი-1906" 2:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

პირველ ტაიმში ნიკოლოზ მალის საჯარიმოში წაქცევისთვის, პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი ხარაიშვილმა ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის 56-ე წუთზე ბრაზილიელმა ვაგნერმა საჯარიმოს გარედან მეკარე შეყრილაძეს აუღებელი დაურტყა - 2:0. მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოახერხეს - თავი გიორგი მაღალდაძემ გამოიჩინა. საბოლოოდ 2:1 გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის სასარგებლოდ.

15 მარტი. "ბენდელა". 800 მაყურებელი

შევარდენი-1906 - საბურთალო 1:2 (0:1)

შევარდენი: შეყრილაძე, შუბითიძე, ჭელიძე, ფოფხაძე, მაისურაძე, ოდიკაძე, გოგობერიშვილი, ნემსაძე, მაისურაძე, ბიბილეიშვილი, კერძევაძე.

საბურთალო: კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, ხარაიშვილი (ფანცულაია 70), ვაგნერი (ჩოგაძე 58), შინდაგორიძე (გვარაძე 63), იმნაძე.

fcsaburtalo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121536