ფეხბურთი

14:12 | 15.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელიას ტურნირი: მილანის "ინტერი", კიევის "დინამო", ზაგრების "დინამო", "გენტი"...

20-დან 25 აპრილის ჩათვლით "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემია ვიტალი დარასელიას სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ამ თემასთან დაკავშირებით აკადემიაში პრესკონფერენცია გაიმართა. ლევან სალუქვაძემ და არჩილ კეკელიამ ტურნირის სპორტულ და საორგანიზაციო მხარეებზე ისაუბრეს.

წლევანდელი ტურნირი, რომელიც 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის გაიმართება, საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. მასში დინამო თბილისის გარდა მონაწილეობას მიიღებენ: იტალიის "ინტერი", ბელგიის "გენტი", აზერბაიჯანის "გაბალა", ხორვატიის "დინამო ზაგრები", უკრაინის "დინამო კიევი", თურქეთის "ტრაბზონსფორი" და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ჰოლანდიის "ალკმაარი".

შეგახსენებთ, შარშან პირველად ჩატარდა ვიტალი დარასელიას ტურნირი, რვა გუნდი მონაწილეობდა და აქედან ხუთი უცხოური იყო: პოლონეთის "ლეხია გდანსკი", "ტრაბზონსფორი", "ბეშიქთაში", მოლდოვის "შერიფი" და ხსენებული "ალკმაარი". შარშან 2000 წელს დაბადებულთა შორის გაიმართა ტურნირი. საქართველოდან კი სამი გუნდი იყო: "დინამოს" ორი გუნდი და "ლოკომოტივი".

0.141462