ფეხბურთი

18:30 | 6.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" თვალი კეიტას დაადგა

მიუნხენის “ბაიერნი” ზაფხულში ლაიპციგის “რედ ბულის” ნახევარმცველის ნაბი კეიტას შეძენას ეცდება. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენელები გვინეელი ფეხბურთელის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენენ, თუმცა ჯერჯერობით თუ რა თანხის გაღებას აპირებენ მის სანაცვლოდ, არ გაჟღერებულა.

გარდა “ბაიერნისა”, კეიტას სამსახურით დაინტერესებულნი “არსენალი”, “ლივერპული” და “დორტმუნდი” არიან.

23 წლის ნაბი კეიტა “რედ ბულში” ჩინებულ სეზონს ატარებს და ბუნდესლიგის 22 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, რვაჯერ კი, საგოლე პასი გააკეთა.

0.114335