ფეხბურთი

23:50 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გაექცა, "დორტმუნდი" მიუახლოვდა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XXIII ტურის შემდეგ მიუნხენის “ბაიერნმა” მდევარ “ლაიპციგთან” ქულათა სხვაობა გაზარდა, ხოლო “დორტმუნდმა” კი, იმავე გუნდთან შეამცირა და ახლა მეორე ადგილს დაუმიზნა.

“ბაიერნი” ნელ-ნელა გადასარევ ფორმაში შედის. წელს, “კიოლნის” მისსავე მოედანზე ძლევა სულაც არაა ადვილი საქმე და მითუფრო დიდი ანგარიშით. თუმცა, ამის გაკეთება “რეკორდმაისტერმა” ძალზე ადვილად შეძლო – “ბაიერნის” უპირატესობას ეჭვქვეშ წამითაც არ დამდგარა და ნათელი იყო, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს მორიგი გასეირნება გამოუვიდოდა. ასეც მოხდა: ხუან ბერნატმა, ხავი მარტინესმა და ფრანკ რიბერიმ შეძლეს “თხების” კარის აღება – 0:3. ახლა, “ბაიერნს” 56 ქულა გაუხდა, ხოლო ვინაიდან, “ლაიპციგმა” გუშინ თავისი მატჩი ვერ მოიგო, სხვაობა უკვე 7 ქულაა.

“ბაიერნისა” არ იყოს, ბრწყინვალე ფორმაშია დორტმუნდის “ბორუსია” – “ყვითლებმა” საკუთარ მოედანზე ლევერკუზენის “ბაიერი” მიიღეს და ძალზე ადვილად დაამარცხეს. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, როცა დემბელემ და ობამეიანგმა აიღეს სტუმართა კარი – 2:0. თუმცა, მეორე ნახევრის სტარტზე “ფარმაცევტებმა” ერთი ბურთის გაქვითეს და თითქოს თამაშის გადარჩენის იმედი გაიჩინეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ტყუილად – დარჩენილ დროში ტომას ტუხელის ბიჭებმა კიდევ უფრო ჩინებულად ითამაშეს. საბოლოოდ “დორტმუნდმა” 6:2 გააცამტვერა მეტოქე. “ბორუსიამ” მიჯრით მესამე თამაში მოიგო და ხსენებულ შეხვედრებში მეტოქეთა კარში 12 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება “ლევერკუზენის” გუნდი კრიზისშია და ასე თუ გაგრძელდა როჯერ შმიდტს ნდობის მანდატი ნამდვილად ამოეწურება. “დორტმუნდს” 43 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე მყარად იმყოფება. “ლევერკუზენი” კი, ცხრილის შუაში უიმედოდაა გაჭედილი.

ჩემპიონთა ლიგისკენ ოცნებად ჩინებულად აგრძელებს “ჰოენჰაიმი” – “სოფლელებმა” მორიგი ფეერიული თამაში აჩვენეს. ამჯერად საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ “ინგოლშტადთან”. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები კარგა ხანი მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მეტოქეს, ბოლოს მაინც დანებდნენ და ბოლო ნახევარ საათში გაშვებული ოთხი გოლის გამო, 2:5 დამარცხდნენ. “ჰოფე” ახლა მეოთხე პოზიციაზეა და ასე თუ გაგრძელდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნამდვილად მოიპოვებს.

მიონხენგლადბახის “ბორუსია” ნელ-ნელა ფორმაში შედის და უკვე “ლევერკუზენსაც” გადაასწრო. დიტერ ჰეკინგის მისვლის შემდგომ ეს გუნდი მართლაც ათამაშდა და გელზენკირხენის “შალკესთან” მატჩშიც არ გასჭირვებია. ეგ კი არა, რომ არა ბოლო წუთზე “შალკეს” ერთი გოლი, დიდი ანგარიშით მოიგებდა. აი, “ხუმარები” თავის მხრივ ისევ არასტაბილურად გამოდიან და სეზონის ბოლომდე ბევრი არ დარჩა. ეს კი, იმაზე მიანიშნებს, რომ “შალკე” ევროსარბიელს მიღმა დარჩენის შანსებს რეალურს ხდის.

დღევანდელი სათამაშო დღის კიდევ ორ მატჩში მნიშვნელოვანი ქულები მიითვალეს აუტსაიდერებმა, “ვერდერმა” და “ვოლფსბურგმა”. “ბრემენელმა მუსიკოსებმა” შინ ბოლოადგილოსან “დარმშტადტს” სძლიეს მაქს კრუსეს დუბლით. “ვოლფსბურგს” კი არ მოუგია, მაგრამ მაინც აქტივში უნდა შევიტანოთ მოპოვებული ქულა გასვლაზე “მაინცთან”.

“დორტმუნდი” – “ლევერკუზენი” 6:2 (2:0)VIDEO

დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

მაყურებელი: 79 100

“დორტმუნდი” (3-4-2-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, დურმი, კასტრო, ვეიგლი, გუერეირო; დემბელე (კაგავა 73), როისი (პულიშიჩი 44); ობამეიანგი (შურლე 81)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, იედვაი, ტოპრაკი (დრაგოვიჩი 86), ვენდელი; კამპლი, არანგიზი (ბელარაბი 38), ბენდერი, ჰავერტცი; მეჰმედი (ჩიჩარიტო 66), ვოლანდი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გოლები: 1:0 დემბელე (6), 2:0 ობამეიანგი (26), 2:1 ვოლანდი (48), 3:1 ობამეიანგი (70), 3:2 ვენდელი (74), 4:2 პულიშიჩი (77), 5:2 შურლე (85, პენ), 6:2 გუერეირო (62)

გაფრთხილება: არანგიზი (16), ჰავერტცი (37), ბელარაბი (45), ვოლანდი (63), ვენდელი (85)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (12) – 12 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: კრისტიან დანგერტი

“კიოლნი” – “ბაიერნი” 0:3 (0:1) VIDEO

კიოლნი, “რეინენერჯიშტადიონი”

მაყურებელი: 50 000

“კიოლნი” (4-4-2): კესლერი; ოლკოვსკი, სორენსენი (მაროჰი 56), სუბოტიჩი, რაუში; კლემენსი (რუდნევსი 63), ჰოგერი (ჯოჯიჩი 73), ჰეინტცი, ზოლერი; ოსაკო, მოდესტე

მწვრთნელი: პიტერ შტოგერი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი; ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (კიმიხი 73); კომანი (რაფინია 82), მიულერი, დუგლას კოშტა (რიბერი 52); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 მარტინესი (25), 0:2 ბერნატი (48), 0:3 რიბერი (90)

გაფრთხილება: ვიდალი (34), ბერნატი (79)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 20 (8) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: იოხენ დრისი

“ჰოფენჰაიმი” – “ინგოლშტადტი” 5:2 (1:1) VIDEO

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 23 028

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი, ჰუბნერი; ამირი (ტოლიანი 80), ტერაცინო (კრამარიჩი 52), რუდი, დემირბაი, ზუბერი (ბიჩაკჩიჩი 85); ვაგნერი, სჟალაი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

“ინგოლშტადტი” (3-4-2-1): ჰანსენი; მატიპი, ტისერანდი, ბრეგერიე; ჰადერგიონაი, კოენი, მორალესი (იუნგი 87), სუტნერი; გროსი (ლექსი 72), ჰიტერესეერი (კიტელი 82); ლეზჩანო

მწვრთნელი: მაიკ ვალპურგისი

გოლები: 1:0 რუდი (17), 1:1 კოენი (38), 1:2 სულე (60, ა.გ), 2:2 სჟალაი (62), 3:2 კრამარიჩი (77), 4:2 სჟალაი (79), 5:2 ჰუბნერი (88)

გაფრთხილება: რუდი (34), ჰუბნერი (58) – სუტნერი (65), კიტელი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (12) – 8 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

“მაინცი” – “ვოლფსბურგი” 1:1 (1:1)

მაინცი, “ოპელ არენა”

მაყურებელი: 27 238

“მაინცი” (4-4-2): ლოესლი; დონატი, ბელი, სილვა, ბუსმანი; ოზტუნალი, ლატცა, ფრეი, დე ბლასისი (გბამინი 90); კორდობა (ქუაისონი 90), მუტო (ხაირო 67)

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ბლაშჩიკოვსკი, ბრუმა (ჰორნი 75), კნოხე, როდრიგესი; ბაზური, ლუის გუსტავო; მალი, არნოლდი, დიდავი (მაიორალი 78); გომესი

მწვრთნელი: ანდრიეს იონკერი

გოლები: 0:1 გომესი (20), 1:1 კორდობა (24)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 7 (5) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ბენჟამინ კორტუსი

“ვერდერი” – “დარმშტადტი” 2:0 (0:0)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 41 000

“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, ბაუერი; ბარტლესი, ფრიტცი (გრილიტში 39), იუნუზოვიჩი (ეგეშტეინი 32), გნაბრი; პიზარო (კაინცი 78), კრუსე

მწვრთნელი: ალექსანდრ ნური

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ფერნანდესი; სირიგუ, ნიემეიერი, სულუ, ჰოლანდი (ბოიდი 78); ალტინტოპი, გონდორფი; სამი (შიპლოკი 87), ვრანჩიჩი (გუვარა 72); ჩოლაკი

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

გოლები: 1:0 კრუსე (75, პენ), 2:0 კრუსე (90)

გაფრთხილება: ეგეშტეინი (85) – ალტინტოპი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 15 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: გვიდო ვინკმანი

“გლადბახი” – “შალკე” 4:2 (1:1) VIDEO

გლადბახი, “ბორუსია პარკი”

მაყურებელი: 54 014

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; იანტშკე, კრისტენსენი (კოლოჯეჩიაკი 81), ვესტერგაარდი, ვენდტი; ჰერმანი (ჰოფმანი 65), დაჰუდი, კრამერი (სტრობლი 46), ჯონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

“შალკე” (3-5-2): ფარმანი; ჰიოვედესი, ბადშტუბერი, ნასტასიჩი; შოპფი, გორეცკა, სტამბული, ბენტალები, კერერი; ბურგსტალერი (დი სანტო 72), კალიჯური (ჰუნტელაარი 72)

მწვრთნელი: მარკუს ვაინციერლი

გოლები: 1:0 ჯონსონი (28), 1:1 ბენტალები (38, პენ), 2:1 ჯონსონი (64), 3:1 ვენდტი 67), 4:1 რაფაელი (76), 4:2 გორეცკა (82)

გაფრთხილება: ნასტასიჩი (18), კერერი (85), ჰუნტელაარი (88), დი სანტო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 7 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 4:4

მსაჯი: მანუელ გრაფე

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 21 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 19, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 17, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 14.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.337905