სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:35 | 4.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა ბევრი სიახლით
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დღეს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, მედიათეკაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა 2017 წლის ეროვნული ჩემპიონატის პრეზენტაცია მოაწყვეს. ჩვენს წინაშეა ახლად შეფუთული პროექტი და ჩემპიონატს ექნება ახალი საიტიც: www.eliga.ge როგორც იცით, ეროვნული ლიგა (ადრე უმაღლესი ლიგა რომ ერქვა) 4 მარტს იწყება ჩემპიონ "სამტრედიასა" და ქობულეთის "შუქურას" შეხვედრით.

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ ისაუბრეს იმ სიახლეებზე, რაც 2017 წლის ჩემპიონატში გველის.

"კლუბებს წარმატებას ვუსურვებ ამ ახალ ჩემპიონატში. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფეხბურთის პოპულარიზაცია კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს და გულშემატკივრისთვის საინტერესო იყოს ის პროდუქტი, რასაც ვთავაზობთ. მჯერა, ეროვნული ლიგა საინტერესო იქნება პოტენციური სპონსორებისთვის და ვიმედოვნებ, ისინი უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ქართულ ფეხბურთში. კერძო სექტორს მაქსიმალურად საინტერესო გარემო უნდა დავახვედროთ" - თქვა ლევან კობიაშვილმა.

ფედერაციის ინიციატივით, ეროვნული ლიგის ყველა ტურის, ყველა შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია იქნება. ფეხბურთის გულშემატკივარს ტურის ცენტრალური შეხვედრების ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე რეგულარულად შეეძლება. სატელევიზიო პროექტის მიხედვით, მაყურებელი ყოველ ორშაბათს, 23:00 საათზე ტურის გამორჩეული მომენტების ნახვას შეძლებს, თვეში ერთხელ კი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეროვნული ლიგის სპეციალური გადაცემა გავა. ტურის სხვა შეხვედრების ჩვენება ეროვნული ლიგის საიტზე (წწწ.ელიგა.გე) იქნება.

დავით მუჯირმა გვაცნობა, რომ საიტზე ვრცლად იქნება განთავსებული ჩემპიონატის სტატისტიკა, თამაშების განხილვა და თამაში "ფენტეზი", რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია და ბევრი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატების (არა მხოლოდ ფეხბურთში) "ფენტეზის" თამაშობს, ამჯერად კი საშუალება ექნებათ, რომ საქართველოს ჩემპიონატსაც "მიხედონ". მუჯირის თქმით, სეზონის ბოლოს "ფენტეზის" გამარჯვებულებს სოლიდური პრიზებიც ელით.

ეროვნულ ლიგას აქვს ახალი ლოგო, აქვს ახალი ჰიმნი (რომელსაც თამაშების წინ გააჟღერებენ)Kდა კიდევ, "მედიათეკაში" ათივე გუნდის კაპიტანთა მაისურა იყო გამოფენილი. სიახლე ისაა, რომ ფედერაციის ინიციატივით, მაისურებზე დატანებულია ეროვნული ლიგის ლოგო და ასევე, საქართველოს დროშაც.

თითოეული გუნდის ფეხბურთელს მაისურზე ეწერება გვარი - ქართული ასოებით. ბუნებრივია, ევროტურნირებზე უკვე ლათინური ასოებით შეიცვლიან.

ნიკა ჯღარკავამ მადლობა გადაუხადა ლოგოს ავტორ ლადო კობახიძეს, ლიგის მუსიკის ავტორებს - ზურა ჯავახიასა და თორნიკე ქარჩხაძეს, "ფენტეზის" ავტორებს დიმა ნებიერიძესა და ლევან კეჭაყმაძეს, ვიდეოს ავტორ გიორგი ჯაფარიძეს და ფედერაციის პარტნიორებს - საზოგადოებრივ მაუწყებელს, ომედიასა და GFM შტუდიო-ს. თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის ახალ სეზონს ახალი ლოგოთი შეხვდება. ლოგო და ბრენდინგის ხაზი გერმანიაში მოღვაწე არტ-დირექტორმა, ერეკლე ინაშვილმა შეიმუშავა.

ფედერაციის ხელმზღვანელთა გარდა, მედიათეკაში გახლდათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც. მან განაცხადა, რომ წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატს სხვაგვარი ინტერესით ელის თუნდაც იმის გამო, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს და ვერავინ იტყვის, ვინ გახდება ჩემპიონი.

"ზოგადად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი სასიკეთო რამ მოხდა. მგონი, პირველად ხდება, რომ ეროვნულ ლიგაში კერძო კლუბები უმცირესობას აღარ წარმოადგენენ. კიდევ, ფედერაცია მაქსიმალურად ებრძოდა გარიგებულ თამაშებს, გამოავლინა რამდენიმე ფაქტი და მათ შორის, მყისიერი რეაგირებებიც იყო. ფეხბურთის ქომაგებისთვის ყველაფერი კეთდება, რათა მათ კარგი პროდუქტი მიიღონ ჩემპიონატის სახით".

შეფუთვა მშვენიერია, წინ კი თამაშებია და იმედია, სათამაშო დონეც მოიმატებს. რაც მთავარია, ინტერესმა იმატა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.173084
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X