ფეხბურთი

13:00 | 3.03.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუნის მშობლიურ “ევერტონში” ელიან

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა უეინ რუნიმ სეზონის ბოლოსთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და მშობლიურ “ევერტონში” დაბრუნებაზე ფიქრობს.

როგორც ბრიტანული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, თანამშრომლობით ორივე მხარე დაინტერესებულია და შეთანხმება შესაძლოა უახლოეს დღეებში შედგეს.

31 წლის ფეხბურთელისთვის ალტერნატიული ვარიანტი ჩინეთში გადასვლაა, საიდანაც სარფიანი წინადადებები აქვს.

უეინ რუნი “ევერტონის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, 2002-2004 წლებში ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა, საიდანაც “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა. მანჩესტერელთა რიგებში ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ერთხელ ქვეყნის თასი, სამჯერ ლიგის თასი, ოთხჯერ სუპერთასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ყველა ტურნირზე “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით 549 მატჩი ჩაატარა და 250 გოლი გაიტანა. ის მანჩესტრელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

0.124855