ზაზა ფაჩულიამ მას შემდეგ, რაც “გოლდენ სტეიტში” გადავიდა, პირადსარეკორდო 16 ქულა ჩააგდო (VIDEO).
“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ფილადელფიას” 119:108 აჯობა. ზაზამ პარკეტზე 14 წუთი და 30 წამი დაჰყო, რა დროში გუნდს 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან ხუთი ორქულიანი და 7-დან ექვსი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 34:24 მოიგეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, დრეიმონ გრინმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 11 პასი. “ფილადელფიაში” 21 ქულით დარიო სარიჩი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 50 გამარჯვებით და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო შეხვედრაში “ოქროს შტატელები” “ვაშინგტონ ვიზარდს” დაუპირისპირდებიან, მატჩი პირველ მარტს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.