ფეხბურთი

23:35 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"რეკორდმაისტერმა" ანჩელოტის მეათასე მატჩი 8 გოლით აღნიშნა - "დორტმუნდი" ფორმას იბრუნებს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XX ტურის მეორე სათამაშო დღემ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს სამეულში მყოფმა გუნდებმა: “ბაიერნმა”, “ლაიპციგმა” და “დორტმუნდმა”.

კარლო ანჩელოტიმ დღეს პროფესიონალური სამწვრთნელო კარიერაში საიუბილეო, მე-1000 შეხვედრა ჩაატარა. იტალიელს ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი ფეხბურთელებმა დიდებულად მიულოცეს და “ჰამბურგის” კარი 8-ჯერ აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად “რეკორდმაისტერი” “შპორტვერაინს” გამანადგურებელი ანგარიშებით ამარცხებს ხოლმე, ასეთი სხვაობა მაინც მოულოდნელი იყო. “ბაიერნიც” ვერ ბრწყინავს წელს ბუნდესლიგაში (მიუხედავად ლიდერობისა) და ბოლო დროს მარკუს გისდოლის გუნდიც მშვენიერ ფორმაში იყო, მაგრამ...

მიუნხენელთაგან ჰეთ-თრიქით გამოირჩა რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც ამასობაში ბომბარდირთა დავაში პიერ-ემერიკ ობამეიანგს გაუტოლდა. დუბლი შეასრულა კინგლის კომანმა – ფრანგი მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკას დანატრებულია და ანჩელოტისგან ბოძებული წუთები დაბეჩავებულ “ჰამბურგთან” მშვენივრად გამოიყენა. “ბაიერნმა” “ლაიპციგთან” 5 ქულიანი ჰანდიკაპი ისევ შეინარჩუნა და ძნელად წარმოსადგენია უპირატესობა ხელიდან გაუშვას.

თავის მხრივ, “ლაიპციგმა” საკუთარ კედლებში წლეულს საკმაოდ კარგად მოასპარეზე “კიოლნს” შანსი არ დაუტოვა და შინ უქულოდ გაუშვა. “რედ ბული” მეტოქეს თავიდანვე მოსაგებად ეკვეთა. ამან შედეგი გამოიღო და რალფ ჰასენჰუტლის გუნდი მეხუთე წუთზე დაწინაურდა. ანტრაქტამდე მასპინძლებმა სხვაობა გაზარდეს და ნათელი გახდა, რომ “თხები” წააგებდნენ.

ფეერიული მატჩი ჩაატარა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და “დორტმუნდმა” – გაბონელმა დუბლი შეასრულა, ხოლო “ბორუსიამ” სტუმრად იმ “ფრაიბურგს” აჯობა 3:0, რომლის საკუთარ კედლებში ძლევა სულაც არაა ადვილი. აღსანიშნავია, რომ ობამეიანგს “დორტმუნდის” რიგებში 103 გატანილი გოლი დაუგროვდა და ამ შედეგით რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა. რაც შეეხება ტომას ტუხელის გუნდს – “ყვითლებმა” ბუნდესლიგაში გასვლაზე საიუბილეო, 250-ე თამაში მოიგეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს უკვე მყარად იკავებენ.

ტურის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია “ლევერკუზენის” მორიგი მარცხი – როჯერ შმიდტის გუნდი ისეთი კარგი ვეღარაა მიმდინარე სეზონში, როგროც წინა წლებში. “ფარმაცევტებმა” ამჯერზე შინ “მაინცისგან” იწვნიეს მწარე ალიყური. “ბაიერისთვის” ახლა ევროზონა და მეტადრე, ჩემპიონთა ლიგის ზონა ძალიან შორსაა. სამაგიეროდ, ოთხეულში ისევ დაბრუნდა ბერლინის “ჰერტა”, რომელმაც შინ ასევე ევროსაგზურისთვის მებრძოლი “აინტრახტი” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა – 2:0.

ღრმა აუტსაიდერი “დარმშტადტი” საკუთარ მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა “აუგსბურგთან” შეხვედრაში, მაგრამ მერე ტორსტენ ფრინგსის შეგირდებმა ვერაფერი შეძლეს და იქით გაუშვეს ორი გოლი – შესაბამისად დამარცხდნენ და სიტუაცია კიდევ უფრო დაიმძიმეს.

“ლევერკუზენი” – “მაინცი” 0:2 (0:2) VIDEO

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 27 086

“ლევერკუზენი” (4-2-2-2): ლენო; იედვაი, დრაგოვიჩი (კისლინგი 54), ტოპრაკი, ჰენრიხსი; ბენდერი (იურჩენკო 79), კამპლი; ბელარაბი, ვოლანდი; ჰავერტცი (ბრანდტი 67), ჩიჩარიტო

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

“მაინცი” (4-2-3-1): დონატი; ბელი, სილვა, ბუსმანი; ფრეი, ლატცა; ოზტუნალი, მუტო (ხაირო 89), დე ბლასისი (ქუაისონი 76); კორდობა (გბამინი 90)

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გოლები: 0:1 ბელი (3), 0:2 ოზტუნალი (11)

გაფრთხილება: ბენდერი (10) – მუტო (74), ლატცა (83), გბამინი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (3) – 11 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:8 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: ბენჟამინ ბრანდი

“ბაიერნი” – “ჰამბურგი” 8:0 (3:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი (რაფინია 67), მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ტიაგო ალკანტარა (კომანი 60), ვიდალი; რობენი, მიულერი, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი (რენატუ სანჩესი 57)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, ჯურუ, მავრაი, სანტოსი; უოლასი, იუნგი; მიულერი (ჰანტი 62), ჰოლტბი, კოსტიჩი (ვალდშმიდტი 72); გრეგორიტში (ეკდალი 60)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 1:0 ვიდალი (17), 2:0 ლევანდოვსკი (24, პენ), 3:0 ლევანდოვსკი (42), 4:0 ლევანდოვსკი (54), 5:0 ალაბა (56), 6:0 კომანი (65), 7:0 კომანი (69)

გაფრთხილება: სანტოსი (37)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (12) – 5 (1) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ბასტიან დანკერტი

“დარმშტადტი” – “აუგსბურგი” 1:2 (0:0)

დარმშტადტი, “ბოლენფალტორი”

მაყურებელი: 16 500

“დარმშტადტი” (4-2-3-1): ესერი; ფედეცკი, მილოშევიჩი, სულუ, ჰოლანდი; გონდორფი, ალტინტოპი; სამი (ბოიდი 46), როზენტალი (სირიგუ 35), ჰელერი; ჩოლაკი (შოპლოკი 76)

მწვრთნელი: ტორსტენ ფრინგსი

“აუგსბურგი” (4-3-3): ჰიტცი; ვერჰაეგი, კაჩარი; ჰინტერეგერი, სტაფილიდისი; კორი, ალტინტოპი, მორავეკი (ლეიტნერი 77); დონგ ვონი, ბობადილია (შმიდტი 89), ჯა ჩოელი (ფრამბერგი 90)

მწვრთნელი: მანუელ ბაუმი

გოლები: 1:0 ჰელერი (47), 1:1 ვერჰაეგი (55), 1:2 ბობადილია (85)

გაფრთხილება: ჰელერი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 18 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 1:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: იოხენ დრისი

“ფრაიბურგი” – “დორტმუნდი” 0:3 (0:1) VIDEO

ფრაიბურგი, “შვარცვალდშტადიონი”

მაყურებელი: 24 000

“ფრაიბურგი” (4-2-2-2): შვოლოვი; კუბლერი, მოია, სიუნჩუ, გუნტერი; ფრანტცი, ჰოფლერი (იგნიოვსკი 85); ბულუტი (კემპფი 24), გრიფო; პეტერსენი (ნიდერლეჩნერი 65), ფილიპი

მწვრთნელი: კრისტიან სტრეიხი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, დურმი; ვეიგლი; დემბელე (კაგავა 76), კასტრო, გუერეირო, როისი (პულიშიჩი 82); ობამეიანგი (შურლე 82)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 0:1 სოკრატისი (13), 0:2 ობამეიანგი (55), 0:3 ობამეიანგი (70)

გაფრთხილება: ფილიპი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 26 (10) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დანიელ სიბერტი

“ლაიპციგი” – “კიოლნი” 3:1 (2:0) VIDEO

ლაიპციგი, “რედ ბულ არენა”

მაყურებელი: 39 335

“ლაიპციგი” (4-4-2): გულაჩსი; შმიტცი, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი; კეიტა (კაიზერი 86), ილსანკერი, დემე, ფორსბერგი (ხედირა 65); ზაბიცერი, ვერნერი (სელკე 84)

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

“კიოლნი” (3-4-3): კესლერი; მაროჰი (ცოლერი 46), სუბოტიჩი, ჰეინტცი; ოლკოვსკი, ჰოგერი (ჯოჯიჩი 76), ჰექტორი, რაუში; კლემენსი, მოდესტე, ოსაკო

მწვრთნელი: პეტერ სტოგერი

გოლები: 1:0 ფორსბერგი (5), 2:0 მაროჰი 34, ა.გ), 2:1 ოსაკო (53), 3:1 ვერნერი (65)

გაფრთხილება: ილსანკერი (62) – მაროჰი (7), რაუში (39), ჰოგერი (68), ჰექტორი (84)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 5 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 3:0 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მარკო ფრიტცი

“ჰერტა” – “აინტრახტი” 2:0 (0:0)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 43 323

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; პეკარიკი, ლანგკამპი (ლუსტენბერგერი 87), ბრუკსი, პლატენჰარდტი; შტარკი, სკიელბერგი; ჰარაგუჩი, დარიდა (დუდა 89), კალუ (მიტელსტადედტი 81); იბიშევიჩი

მწვრთნელი: პალ დარდაი

“აინტრახტი” (3-5-2): ჰრადეცკი; ჩანდლერი, ჰექტორი, ოცზიპკა; ვარელა (ბლუმი 69), გაჩინოვიჩი, ჰასებე, ბესუსკლოვი (ტარაშაი 63), ტავატა; რებიჩი, სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (52), 2:0 დარიდა (83)

გაფრთხილება: ბრუკსი (4), ჰარაგუჩი (40) – გაჩინოვიჩი (58), ჰექტორი (75)

გაძევება: სეფეროვიჩი (78)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 8 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: საშა შტეგერმანი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 19 გოლი, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 19, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 17, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 13.

თეგებიბუნდესლიგა
0.307598