“ბარსელონის” ინტერესთა არეალში კიდევ ერთხელ მოექცა “საუთჰემპტონის” 25 წლის ფეხბურთელი სედრიკ სოარეში.
კატალონიური კლუბი პორტუგალიელით თავდაპირველად 2015 წელს დაინტერესდა, თუმცა იგი ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგდა.
როგორც Daily Telegraph იტყობინება, “ბარსელონა” ეცდება პორტუგალიელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის გახსნის შემდგომ დაიმატოს.
სედრიკ სოარეშს “საუთჰემპტონთან” კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში სოარეშმა 21 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 საგოლე პასით გამოირჩა.