ფეხბურთი

13:42 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2016/17: წლის პირველი სათამაშო დღე და ტურის ცენტრალური შეხვედრა

3 თებერვალს, ზამთრის შესვენებით და სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, საქართველოს ფუტსალის ლიგის მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც ტრადიციულად თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ 24, 25 და 27 იანვარს თბილისმა, ფუტსალის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს უმასპინძლა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მეტოქეები ისრაელის, შოტლანდიის და შვეიცარიის ნაკრებები იყვნენ. ჩვენმა გუნდმა ეს ეტაპი უდანაკარგოდ დაძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეინ რაუნდის საგზური მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, გადამწყვეტი ეტაპის შეხვედრები მარტის მიწურულს მინსკში გაიმართება, სადაც ჩვენი მეტოქეები იტალიის, ჰოლანდიისა და ბელორუსიის ნაკრებები იქნებიან.

რაც შეეხება საქართველოს ფუტსალის ლიგის VI ტურს, იგი ორ დღეზე გადანაწილდება და 7 თებერვალს ბათუმში დასრულდება.

2017 წლის პირველი სათამაშო დღე, 3 თებერვალს 16:00 სთ-ზე აიღებს სტარტს. ვიცე-ჩემპიონი და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი სტუ-თელასი, თბილისი ვარიორსს დაუპირისპირდება. „ენერგეტიკოსების“ და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის შეგირდები სეზონის სტარტზე, დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

18:00 სთ-ზე პრინციპული მეტოქეების შეხვედრა გამართება. წინა სეზონის ბრინჯაოს ფინალისტები მფკ თბილისი და მფკ აფხაზეთი ამჯერად ერთმანეთს მნიშვნელოვანი ქულებისთვის და პლეოფისათვის ბრძოლაში პოზიციების გასამყარებლად დაუპირისპირდებიან. „დედაქალაქელები“ 6 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებენ, „შავიზღვისპირელები“ კი მათ ორი ქულით და ორი საფეხურით ჩამორჩებიან.

თბილისურ სათამაშო დღეს, ტურის ცენტრალური შეხვედრა დაასრულებს. 20:00 სთ-ზე ერთმანეთის პირისპირ გათამაშების ერთ-პიროვნული ლიდერი და ჩემპიონობის ფავორიტი, მფკ ტატიშვილი და წლევანდელი სეზონის აღმოჩენა, მფკ აგორა წარსდგებიან. თუკი „მედიკოსები“ უდანაკარგოდ ლიდერობენ სატურნირო ცხრილს, დებიუტანტი აგორა ხუთი ტურის შემდეგ, სამი მოგებითა და ორი ფრით, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.

03.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VI ტური

16:00 მფკ სტუ-თელასი - მფკ თბილისი ვარიორსი

18:00 მფკ თბილისი - მფკ აფხაზეთი

20:00 მფკ აგორა - მფკ ტატიშვილი

VI ტურის კიდევ ორი შეხვედრა, სამშაბათს, 7 თებერვალს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართება. ბათუმური კლუბები საშინაო შეხვედრებს ტრადიციულად აჭარის დედაქალაქში ჩაატარებენ.

16:00 სთ-ზე მფკ დინამო ბათუმი, გათამაშების უპირობო აუტსაიდერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლუბს დაუპირისპირდება და ოთხეულში ადგილის შენარჩუნებას შეეცდება. რაც შეეხება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბს, მათი მეტოქე სატურნირო ცხრილის მეზობელი, მფკ მგლები იქნება. ორივე გუნდი მფკ აფხაზეთთან ერთად 4-4 ქულით 7-9 ადგილებს იყოფენ და შესაბამისად „ბათუმელი სტუდენტები“ მასპინძლის ფაქტორის გამოყენებას მნიშვნელოვანი ქულების მოსაპოვებლად შეეცდებიან. შეხვედრა 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

07.02.2017. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი. VI ტური

16:00 მფკ დინამო (ბთ) - მფკ იბსუ

18:00 მფკ ბსუ (ბთ) - მფკ მგლები

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტულიბ რენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედიაპარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი „ლელო” და სპორტული ჟურნალი „ათიანი“.

სპორტულისააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge

0.139763