სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

11:44 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის 23 ქულა და13 მოხსნა ლიდერ "ცრვენა ზვეზდასთან"

მორიგი შედეგიანი მატჩი გამართა 17 წლის გოგა ბითაძემ სერბეთში, იუნიურთა ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრაში. ქართველი ცენტრის „მეგა ლეკსი“ ჩემპიონატის ლიდერ „ცრვენა ზვეზდას“ სტუმრად შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი მეოთხედში 28:11 გაანადგურა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა - 70:84.

მატჩის საუკეთესო ინდივიდულური შედეგი დამარცხებული გუნდიდან დაფიქსირდა და ის გახლდათ ქართველი კალათბურთელი. ბითაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31 წუთში 16-დან 6 ორქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. 23 ქულას გოგამ 13 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) და 4 დაფარება წაამატა. ქართველმა ცენტრმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 13-ჯერ (!) დაჯარიმდნენ. ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ამ შედეგით ის მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო.

10 მატჩიდან “მეგა ლეკსს” 7 მოგება აქვს და ცხრილში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 4 თებერვალს, შინ, ჩაჩაკის “მლადოსთან” გამართავს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.134695